2021 წლის 9 თებერვალი
მოზამბიკი
ციკლონი „ელოიზი“ გამანადგურებელ ზიანს აყენებს მოზამბიკს
ადგილმდებარეობა
გაზას, ინიამბანეს, მანიკას, სოფალასა და ზამბეზიას პროვინციები
სტიქია
2021 წლის 23 იანვარს ძლიერმა ქარებმა და წვიმებმა დიდი ზიანი მიაყენა მოზამბიკის 5 პროვინციას.
დაზარალებული და-ძმები
დაშავდა 3 მაუწყებელი.
13 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.
მატერიალური ზარალი
მცირე ზიანი მიადგა ჩვენს 9 დარბაზს.
სერიოზულად დაზიანდა 9 დარბაზი.
მთლიანად დაინგრა 3 დარბაზი.
ჩვენი და-ძმების 53 სახლი უმნიშვნელოდ დაზიანდა.
სერიოზულად დაზიანდა 41 სახლი.
მთლიანად დაინგრა 10 სახლი.
დაზარალებულთა დახმარება
სანამ ციკლონი მოზამბიკს მიუახლოვდებოდა, მოზამბიკის ფილიალმა სახიფათო ადგილებში მცხოვრებ და-ძმებს ურჩია, უსაფრთხო ადგილებში გადასულიყვნენ.
ფილიალის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების ოთხი კომიტეტი, რათა ორგანიზება გაეწიათ დაზარალებული და-ძმების დახმარებისთვის და ევაკუირებული მაუწყებლების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფისთვის.
სტიქიის ზონაში მცხოვრებ და-ძმებზე სარაიონო ზედამხედველებიც ზრუნავენ. ისინი მათ სულიერად აძლიერებენ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ.
დაზარალებულთა დახმარება ხორციელდება კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
მთელი გულით ველით იმ დროს, როცა ღვთის სამეფო ერთხელ და სამუდამოდ შეწყვეტს სტიქიურ უბედურებებს (მათე 6:10).