არჩეულ მასალაზე გადასვლა

მონაკოს უზენაესი სასამართლო

2022 წლის 23 ნოემბერი
მონაკო

მონაკოში იეჰოვას მოწმეები რეგისტრაციაში გაატარეს

მონაკოში იეჰოვას მოწმეები რეგისტრაციაში გაატარეს

2022 წლის 19 ნოემბერს იეჰოვას მოწმეებმა მონაკოში ოფიციალურად მოიპოვეს კანონიერი აღიარება, რასაც წინ უძღოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილება და მონაკოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ორი გადაწყვეტილება.

ორ წელზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა ძმებმა საჩივარი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ევროსასამართლომ საქმე განსახილველად მონაკოს ხელისუფლებას გადასცა.

საქმის გადაცემის შემდეგ მხარეები შეეცადნენ, მოლაპარაკების გზით მიეღწიათ შეთანხმებისთვის. მონაკოს მთავრობამ მზაობა გამოთქვა იეჰოვას მოწმეების რეგისტრაციაში გატარებაზე. 2021 წლის 9 დეკემბერს ევროსასამართლომ გამოაქვეყნა მოლაპარაკების შედეგები, რომლის საფუძველზეც მონაკო კანონიერად დაარეგისტრირებდა ჩვენს ორგანიზაციას და ჩვენს და-ძმებს არ შეუზღუდავდა თაყვანისცემის თავისუფლებას. ხელისუფლება იმაზეც დათანხმდა, რომ დაფარავდა იურიდიულ ხარჯებს, რამაც, მთლიანობაში, შეადგინა 35 000 ევრო (40 000$).

2022 წლის 16 ნოემბერს მონაკოს ხელისუფლებამ გამოსცა დოკუმენტი იეჰოვას მოწმეთა ასოციაციის რეგისტრაციაში გატარების შესახებ (Association Monégasque pour le Culte des Témoins de Jéhovah). 2022 წლის 18 ნოემბერს ეს დოკუმენტი მონაკოს მთავარ ჟურნალ-გაზეთშიც გამოქვეყნდა.

გვახარებს, რომ ჩვენი და-ძმები მონაკოში თაყვანისცემის თავისუფლებით ისარგებლებენ. ვემადლიერებით იეჰოვას ამ კანონიერი აღიარებისთვის (ფილიპელები 1:7).