23 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
აუკანი ენაზე გამოიცა სახარებები
2023 წლის 13 აგვისტოს სურინამის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა როი ზიმენმა, გამოაცხადა, რომ აუკანი ენაზე გამოიცა მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებები. სპეციალურ შეხვედრას, რომელიც პარამარიბოში (სურინამი) არსებულ საკონგრესო დარბაზში ჩატარდა, 2 713 ადამიანი დაესწრო. გარდა ამისა, 691-მა ადამიანმა პროგრამას სტრიმინგის მეშვეობით მოუსმინა, რომელიც გადაიცემოდა კაიენაში (საფრანგეთის გვიანა) და სხვა ტერიტორიებზე. სახარებების ელექტრონული ვერსია მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი. დამსწრეებს დაურიგდათ „მათეს სახარების“ ბეჭდური ვერსიებიც. დანარჩენი სამი სახარების ბეჭდური ვერსია მაშინ გახდება ხელმისაწვდომი, როცა აუკანი ენაზე მთლიანად გამოიცემა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.
აუკანი კრეოლური ენაა, რომელზეც, ძირითადად, სურინამსა და საფრანგეთის გვიანაში საუბრობენ. ამ ენაზე ბეჭდური მასალა თითქმის არ გამოიცემა. შეხვედრებსა და მსახურებაში მაუწყებლები დღემდე სრანანტონგო ენაზე გამოცემულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ იყენებდნენ. მართალია, ეს ენა ფართოდაა გავრცელებული სურინამში, მაგრამ ბევრ აუკანიენოვანს უჭირს სრანანტონგო ენაზე საუბარი. ეს მაუწყებლებისთვის მსახურებაშიც სირთულეს ქმნიდა, რადგან მათ უჭირდათ აუკანი ენაზე ბიბლიური მუხლების გადათარგმნა. ერთი მთარგმნელი ამბობს: „ძალიან გახარებულები ვართ, რადგან ახლა ნებისმიერი ასაკისა თუ განათლების ადამიანს შეუძლია, ღვთის სიტყვით სრულად ისარგებლოს“.
აუკანიენოვანი და-ძმებისა არ იყოს, ჩვენც დარწმუნებული ვართ, რომ ბიბლიის ეს ახალი გამოცემა დაეხმარება გულწრფელ ადამიანებს, განადიდონ იეჰოვა (ფსალმუნი 34:1).