არჩეულ მასალაზე გადასვლა

28 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

აღმოსავლეთ აფრიკას ტროპიკული შტორმი „ფრედი“ დაატყდა თავს

აღმოსავლეთ აფრიკას ტროპიკული შტორმი „ფრედი“ დაატყდა თავს

აღმოსავლეთ აფრიკას ახლახან ტროპიკულმა შტორმმა „ფრედიმ“ გადაუარა, რომლის აქტიურობაც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. 2023 წლის თებერვლიდან მოყოლებული ციკლონმა არაერთი ქვეყანა დააზარალა. ტროპიკული შტორმი 21 თებერვალს ჯერ მადაგასკარს დაატყდა თავს, შემდეგ გადაკვეთა მოზამბიკის სრუტე და მოზამბიკსა და მალავის გადაუარა. შტორმმა ძალა მოიკრიბა და 11 მარტს მეორედ გადაუარა მოზამბიკს. ზიანი მიადგა მადაგასკარის, მალავისა და მოზამბიკის არაერთ პროვინციას. ძლიერმა ქარმა და წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია და არაერთი სახლი დააზიანა. სამწუხაროდ, დაღუპულია 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ჩვენი და-ძმა. ათასობით ადამიანს სახლ-კარის დატოვება მოუწია.

ქვემოთ მოცემულია 2023 წლის 27 მარტის მონაცემები, რომლებიც ჩვენი ადგილობრივი და-ძმების მიერაა მოწოდებული. თუმცა ციფრები შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს, რადგან ძმები ჯერ კიდევ ითვლიან ზარალს.

დაზარალებული და-ძმები

მადაგასკარი

  • საცხოვრებლის დატოვება მოუწია 256 მაუწყებელს ოჯახის წევრებთან ერთად.

  • დაინგრა 8 სახლი.

  • დაზიანდა 29 სახლი.

  • დაზიანდა 3 დარბაზი.

მალავი

  • სამწუხაროდ, დაიღუპა 8 ჩვენი და-ძმა, 6 მაუწყებელი კი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

  • დაშავდა 3 მაუწყებელი.

  • საცხოვრებლის დატოვება მოუწია დაახლოებით 4 300 მაუწყებელს ოჯახის წევრებთან ერთად.

  • დაინგრა 821 სახლი.

  • დაზიანდა 174 სახლი.

  • დაზიანდა 20 დარბაზი.

მოზამბიკი

  • სამწუხაროდ, დაიღუპა 1 მაუწყებელი, 1 კი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

  • საცხოვრებლის დატოვება მოუწია 880 მაუწყებელს ოჯახის წევრებთან ერთად.

  • დაინგრა 248 სახლი.

  • დაზიანდა 185 სახლი.

  • დაზიანდა 7 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • ზოგიერთ ტერიტორიაზე დახმარების მიწოდება ვერ ხერხდება.

  • დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები ზრუნავენ, რომ დაზარალებულებს ჰქონდეთ თავშესაფარი, საკვები, წყალი და სხვა საჭირო ნივთები.

  • ფილიალის კომიტეტის წევრი უსახლკაროდ დარჩენილ და-ძმებს ამხნევებს (შოკვე, მოზამბიკი).

    მოზამბიკში, გაზის პროვინციაში მდებარე საკონგრესო დარბაზში, კარვებით მოეწყო დროებითი თავშესაფარი 167 მაუწყებლისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. დანარჩენებმა ჩვენს დარბაზებში და ამ რეგიონში მცხოვრები თანაქრისტიანების სახლებში შეაფარეს თავი.

  • ამ მომენტისთვის აღდგენილია, სულ მცირე, 16 სახლი.

  • ფილიალის კომიტეტის წევრები, სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები ინახულებენ ოჯახებს და მათ სულიერ დახმარებას უწევენ.

ამ მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი და-ძმები მაინც განაგრძობენ შეხვედრების ჩატარებას და ერთმანეთის გამხნევებას. გვჯერა, იეჰოვა მათ კვლავაც მისცემს ძალას, „რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7).