არჩეულ მასალაზე გადასვლა

11 ოქტომბერი, 2013
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

ახალი აპლიკაცია „JW ბიბლიოთეკა“

ახალი აპლიკაცია „JW ბიბლიოთეკა“

2013 წლის 7 ოქტომბერს იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს ბიბლიის შესწავლაში დამხმარე ახალი კომპიუტერული პროგრამა, JW ბიბლიოთეკა. ეს ახალი პროგრამა მისით მოსარგებლეთ საშუალებას მისცემს, წაიკითხონ ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (2013 წლის გამოცემა) და ბიბლიის სხვა ხუთი თარგმანი, მათ შორის „ამერიკული სტანდარტული თარგმანი“ და „მეფე ჯეიმზის თარგმანი“. ამ სიახლეების წყალობით მომხმარებლები შეძლებენ ბიბლიაზე დაფუძნებული წიგნების, ჟურნალებისა და ბროშურების ჩამოტვირთვასა და წაკითხვას. ამჟამად აღნიშნულ პროგრამას კითხულობს iPad®-ი, iPhone®-ი, and iPod-ი touch®-ი, აგრეთვე Android™ 2.3-ი და სხვა უფრო ახალი გამოშვებები; გარდა ამისა, ის კომპიუტერები და პლანშეტები, რომლებიც Windows 8-ზე მუშაობენ. ამავდროულად, მუშავდება Windows 8-ის პროგრამა მობილური ტელეფონებისთვის.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000