არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 17 ივნისი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ელექტრონული ვერსიის გამოცემა ტაჯიკურ ენაზე

ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ელექტრონული ვერსიის გამოცემა ტაჯიკურ ენაზე

2021 წლის 13 ივნისს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა მარკ სანდერსონმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ელექტრონული ვერსია ტაჯიკურ ენაზე.

მნიშვნელოვანი ცნობები

  • ტაჯიკურ ენაზე 14 მილიონამდე ადამიანი საუბრობს, რომელთაგან დაახლოებით 5 მილიონი ტაჯიკეთში ცხოვრობს.

  • პროექტზე 4 წელი მუშაობდნენ მთარგმნელები რამდენიმე ქვეყნიდან.

ერთ-ერთი მთარგმნელი ამბობს: „ტაჯიკურ ენაზე შესრულებული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კითხვისას მკითხველი ადვილად ჩასწვდება წაკითხულის მნიშვნელობას და იმას, თუ როგორ გამოიყენოს ის ცხოვრებაში. უდავოა, რომ ეს ახალი თარგმანი ბევრს დაეხმარება, დაუახლოვდეს იეჰოვას, ბიბლიის ავტორს“ (იაკობი 4:8).