2022 წლის 14 ოქტომბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია სამოურ ენაზე
ამა წლის 9 ოქტომბერს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა ჯეფრი ჯექსონმა, წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია სამოურ ენაზე. პროგრამა გადაიცემოდა ამერიკის სამოაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამოაში. ბიბლიები ხელმისაწვდომი გახდა როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმატით.
სამოაში 1931 წელს დაიწყეს იეჰოვას მოწმეებმა ქადაგება. 1953 წელს პირველი კრება ჩამოყალიბდა სამოას დედაქალაქ აპიაში, ხოლო 2009 წელს პირველად გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ამ გამოცემამ მაშინ ძალიან გაახარა როგორც ჩვენი და-ძმები, ისე სხვები, რადგან ის მარტივი გასაგები და ადვილად ხელმისაწვდომი იყო.
ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებულ ვერსიაზე მუშაობის დროს მთარგმნელებმა ბევრი იშრომეს, რომ ტექსტი თანამედროვე და გასაგები ენით დაეწერათ. ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: „სამოელები ძალიან აფასებენ ბიბლიას. სწორედ ამიტომ ცდილობდნენ მთარგმნელები, უბრალო და მარტივი სიტყვები გამოეყენებინათ თარგმანში. იეჰოვას დახმარებით ახლა უკვე გვაქვს ბიბლიის გადამუშავებული ვერსია, რომელიც ყველას დიდ დახმარებას გვიწევს“.
გვჯერა, ეს ახალი გამოცემა თითოეულ მკითხველს დაეხმარება, კიდევ უფრო მეტი ისწავლონ ჩვენი ღვთისგან, იეჰოვასგან (ფსალმუნი 139:17).