არჩეულ მასალაზე გადასვლა

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა მარკ სანდერსონი, აცხადებს, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია ხორვატულ და სერბულ ენებზე.

2020 წლის 29 აპრილი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია ხორვატულ და სერბულ ენებზე

გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია ხორვატულ და სერბულ ენებზე

2020 წლის 25 აპრილს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა მარკ სანდერსონმა, წინასწარ ჩაწერილ ვიდეოში გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია ხორვატულ და სერბულ ენებზე. სერბული თარგმანი შესრულებულია როგორც კირილიცაზე, ისე ლათინურ დამწერლობაზე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სახელმწიფო შეზღუდვების გამო ბოსნია-ჰერცოგოვინაში, მონტენეგროში, სერბეთსა და ხორვატიაში მცხოვრები ჩვენი და-ძმები არ შეკრებილან სპეციალურ შეხვედრაზე, სადაც ამ თარგმანების გამოცემის შესახებ მოისმენდნენ. თუმცა ეს სპეციალური შეხვედრა ვიდეოკონფერენციის მეშვეობით შედგა, რომელსაც მთლიანობაში 12 705 ადამიანი დაესწრო.

ხორვატიასა და სერბეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმები უყურებენ პროგრამას.

ერთმა ძმამ, რომელმაც პროგრამა მოისმინა, ბიბლიის გადამუშავებულ ვერსიას „ნამდვილი საგანძური“ უწოდა. მოგვიანებით მან თქვა, რომ ამ წიგნის კითხვისას ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს იეჰოვა პირადად ელაპარაკებოდა. სხვა ძმამ, რომელიც კრებაში უხუცესად მსახურობს, აღნიშნა: „როდესაც ბიბლიის ამ ახალ გამოცემას მშობლიურ ენაზე ვკითხულობ, იეჰოვას სიყვარულს უფრო მეტად შევიგრძნობ; უკეთ ვხვდები, რა მზრუნველი ღმერთია იეჰოვა და რა თბილი გრძნობები აქვს ჩემ მიმართ. როგორც უხუცესს, ეს ახალი ბიბლია იმაშიც დამეხმარება, რომ უკეთ დავანახვო და-ძმებს, როგორ უყვარს იეჰოვას ისინი და როგორ აფასებს თითოეულ მათგანს“.

ხორვატულ და სერბულ ენებზე ბიბლიის მთარგმნელობითი საქმიანობა 1996 წლის ბოლოს დაიწყო. სამი წლის შემდეგ, 1999 წლის ივლისში, ამ ენებზე გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. შვიდი წლის შემდეგ კი, 2006 წელს — ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია ორივე ენაზე.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ხორვატულ და სერბულ ენებზე შესრულებული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ეს გადამუშავებული გამოცემები კვლავაც დაეხმარება მკითხველს იმის დანახვაში, რომ „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი“ (ებრაელები 4:12).