11 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
გამოიცა „მათეს სახარება“ ქურთულ კურმანჯი ენებზე
2023 წლის 2 ივლისს ორ სხვადასხვა შეხვედრაზე გამოცხადდა, რომ გამოიცა „მათეს სახარება“ ქურთულ კურმანჯი და ქურთულ კურმანჯი (კავკასია) ენებზე. ქურთულ კურმანჯი ენაზე ბიბლიის წიგნის გამოცემის შესახებ განცხადება გერმანიაში გაკეთდა, ხოლო ქურთულ კურმანჯი (კავკასია) ენაზე — საქართველოში. ორივე შეხვედრას დაახლოებით 750 ადამიანი დაესწრო.
ქურთული კურმანჯი
ამ გამოცემის შესახებ განცხადება ცენტრალური ევროპის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა დირკ ციუპეკმა, გააკეთა სპეციალურ შეხვედრაზე, რომელიც ცენტრალური ევროპის ფილიალში (ზელტერსი, გერმანია) ჩატარდა. ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი.
ქურთული კურმანჯი (კავკასია)
ამ გამოცემის შესახებ განცხადება საქართველოს ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ლევან კოპალიანმა, გააკეთა თბილისში ჩატარებულ სპეციალურ შეხვედრაზე. შეხვედრას და-ძმები ვიდეოკონფერენციის მეშვეობითაც ჩაერთნენ აპარანიდან, არმავირიდან და ერევნიდან (სომხეთი). ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი.
ორივე ქურთული თითქმის ერთი ენაა, ოდნავ განსხვავებული გრამატიკითა და წინადადების წყობით. გარდა ამისა, ზოგი სიტყვა ერთნაირად იწერება, მაგრამ სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ამ თარგმანებზე მუშაობის დროს ორივე ენის მთარგმნელობითი ჯგუფები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. ერთმა მთარგმნელმა აღნიშნა: „ბევრი ქურთულენოვანი ადამიანია ჭეშმარიტებას მოწყურებული, ამიტომ ეს ახალი თარგმანი მათთვის ჭიქა წყალივით გამომაცოცხლებელი იქნება“.
ჩვენც ვხარობთ ქურთულენოვან და-ძმებთან ერთად და ვემადლიერებით იეჰოვას, რომ სულ უფრო მეტ ადამიანს აძლევს თავის გაცნობის შესაძლებლობას (მათე 5:3).