არჩეულ მასალაზე გადასვლა

28 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ კექჩი ენაზე

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ კექჩი ენაზე

2023 წლის 18 აგვისტოს, პარასკევს, ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ხოსე ლუის პენიამ გამოაცხადა, რომ კექჩი ენაზე გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“. ეს განცხადება გაკეთდა ალტა-ვერაპასში (გვატემალა) ჩატარებულ რეგიონულ კონგრესზე „კვლავაც მოითმინეთ!“. ამ გამოცემის ბეჭდური ვერსია 590-ვე დამსწრემ მიიღო. ხელმისაწვდომი გახდა ელექტრონული ვერსიაც, რომელსაც თან ერთვის აუდიოჩანაწერები. ბელიზსა და გვატემალაში კექჩი ენაზე 1 300 000-ზე მეტი ადამიანი საუბრობს. ამ ორ ქვეყანაში 17 კრება და 4 ჯგუფია, სადაც დაახლოებით 520 მაუწყებელი მსახურობს.

და-ძმებმა აღნიშნეს, რომ ამ ახალი გამოცემის წყალობით კექჩიენოვანი ადამიანები უკეთ ჩასწვდებიან ღვთის სიტყვას. აი რა თქვა ერთმა დამ: „1 ტიმოთეს 1:11-ში იეჰოვას ბედნიერი ღმერთი ეწოდება, მაგრამ კექჩი ენაზე შესრულებულ ბიბლიის სხვა თარგმანებში იეჰოვას პიროვნების ეს მხარე ბუნდოვანია. ახლა ამ მუხლის დახმარებით ხალხს უკეთ ავუხსნი, რომ იეჰოვა სირთულეების დროსაც კი გვეხმარება, ბედნიერები ვიყოთ“.

გვჯერა, ეს ახალი გამოცემა ბევრ გულწრფელ ადამიანს დახმარება, გაიცნოს იეჰოვა, შეიყვაროს ის და დააფასოს მისი სიტყვა (იგავები 7:1, 2).