23 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2024 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 18 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2024
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
განახლებული ინფორმაცია – გამამტყუნებელი განაჩენი | „ვისაც სწამს, მისთვის შეუძლებელი არაფერია“
2024 წლის 16 აპრილს ნახიმოვსკის რაიონულმა სასამართლომ (ქალაქი სევასტოპოლი) დამნაშავედ ცნო მაქსიმ ზინჩენკო და მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მაქსიმი შრომა-გასწორების კოლონიაში მოიხდის სასჯელს და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს შეასრულებს.
ზოგადი ინფორმაცია
დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვა კვლავაც დააჯილდოებს გაბედულებისა და მოთმინებისთვის მაქსიმსა და ყველას, ვინც მას ერთგულად ემსახურება (ებრაელები 10:35, 36).
დროის დიაგრამა
2023 წლის 17 მაისი
მაქსიმს ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა.
2023 წლის 22 მაისი
გაჩხრიკეს მაქსიმის სახლი. მაქსიმი და კარინა დაკითხეს. მაქსიმი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2023 წლის 24 მაისი
მაქსიმი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
2023 წლის 12 ივლისი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.