2022 წლის 9 მაისი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
განახლებული ინფორმაცია — გამამტყუნებელი განაჩენი | ყირიმში და-ძმები იეჰოვას დახმარებით უძლებენ განსაცდელებს
ამა წლის 6 ოქტომბერს ნახიმოვსკის რაიონულმა სასამართლომ (სევასტოპოლი) დამნაშავედ ცნო ვლადიმერ მალადიკა, ვლადიმერ საკადა და ევგენი ჟუკოვი და თითოეულს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენი დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.
დროის დიაგრამა
2020 წლის 1 ოქტომბერი
ფე-ეს-ბეს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს იეჰოვას მოწმეთა ათი სახლი სევასტოპოლში, მათ შორის ვლადიმერ მალადიკას, ვლადიმერ საკადასა და ევგენი ჟუკოვის სახლები. ძმა ვლადიმერ მალადიკას სახლის ჩხრეკის დროს მათ იპოვეს რძის ფხვნილის შეკვრა. პოლიციამ განაცხადა, რომ ის ნარკოტიკს წააგავდა, რის გამოც მათ ძმა ვლადიმერი და მისი მეუღლე ნატალია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს გამოკვლევის ჩასატარებლად. ნატალია იმავე დღეს გაათავისუფლეს, ვლადიმერი კი განყოფილებაში გადაიყვანეს ვლადიმერ საკადასა და ევგენი ჟუკოვთან ერთად. მომდევნო დღეს სამივენი დროებითი მოთავსების იზოლატორში გაგზავნეს.
2021 წლის 23 მარტი
ვლადიმერ საკადა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. მას დაუმაგრეს ელექტრონული სამაჯური და აუკრძალეს ინტერნეტითა და ტელეფონით სარგებლობა, აგრეთვე იმ ძმებთან დაკავშირება, რომელთა წინააღმდეგაც საქმე იყო აღძრული.
2021 წლის 30 მარტი
ვლადიმერ მალადიკა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
2021 წლის 17 მაისი
შვიდ თვეზე მეტი ხნის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს ძმა ევგენი ჟუკოვი და შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
2021 წლის 30 სექტემბერი
დაიწყო სასამართლო პროცესები.
ზოგადი ინფორმაცია
გვჯერა, რომ იეჰოვა განამტკიცებს ამ ძმებს და ყველა ჩვენს თანაქრისტიანს, რომლებიც ყირიმში რწმენის გამო იდევნებიან (1 თესალონიკელები 3:12, 13).