2018 წლის 6 მარტი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
იეჰოვას მოწმეები ხალხს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად ეპატიჟებიან
2018 წლის 3 მარტს მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებმა სპეციალური კამპანია წამოიწყეს. ამ კამპანიის განმავლობაში ისინი გაავრცელებენ მოსაწვევებს და ხალხს დაპატიჟებენ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად, რომელსაც აგრეთვე უფლის გახსენების საღამო ეწოდება. წელს ამ ღირსშესანიშნავ დღეს იეჰოვას მოწმეები 31 მარტს აღნიშნავენ 240 ქვეყანაში. მოსაწვევებით ისინი ხალხს სპეციალური ბიბლიური მოხსენების მოსასმენადაც ეპატიჟებიან, რომლის სათაურია „სინამდვილეში ვინ არის იესო ქრისტე?“. ეს მოხსენება 19 მარტით დაწყებულ კვირაში წარმოითქმება.
იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი დეივიდ სიმონიანი აღნიშნავს: „2017 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 20 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო, რომელთაგან დაახლოებით 12 მილიონი დაინტერესებული პირი იყო. აქედან ჩანს, რომ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო მხოლოდ იეჰოვას მოწმეებისთვის არ არის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, არამედ მილიონობით სხვა ადამიანისთვისაც, რომელთაც ჭეშმარიტება იზიდავს. ჩვენი მიზანია, ყველა ადამიანმა მიიღოს მოსაწვევი, რათა ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს მათთვის მოსახერხებელ ადგილას დაესწრონ“.
საკონტაქტო პირი:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000