2022 წლის 22 ნოემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
დამატებითი ბრძანებები ხმოვანი ასისტენტებისთვის
2019 წლიდან მოყოლებული იმ მოწყობილობებზე, რომელთაც აქვთ Amazon Alexa-ს ან Google Assistant-ის მხარდაჭერა, შესაძლებელია ჩანაწერების ჩართვა jw.org-დან. დღეისთვის დამატებითი ხმოვანი ბრძანებების მეშვეობით მომხმარებლებს ჩვენი ვებგვერდიდან გაცილებით მეტი მასალის მოსმენა შეუძლიათ. სამწუხაროდ, 2023 წლის ივნისში Google გეგმავს, რომ ხმოვანი მხარდაჭერა შეუწყვიტოს Google Assistant-ს. მანამდე მომხმარებლებს კვლავ შეეძლებათ მისი გამოყენება. თუმცა jw.org ფუნქცია კვლავაც ხელმისაწვდომი იქნება Amazon Alexa-თვის.
ხმოვანი ბრძანების მეშვეობით მომხმარებლებს კვლავაც შეუძლიათ თავიანთ მოწყობილობებს მოსთხოვონ მიმდინარე კვირის „ქრისტიანული ცხოვრება და მსახურების“ პროგრამის და ბროშურის „კითხვა და სწავლების“ წაკითხვა. გარდა ამისა, სახელმძღვანელოდან „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ შესაძლებელია აუდიოჩანაწერების ჩართვა.
ამასთანავე, მომხმარებელს შეუძლია შეხვედრებისთვის განკუთვნილი სიმღერების, საორკესტრო და ინსტრუმენტული არანჟირებით შესრულებული მელოდიების და ხელმძღვანელი საბჭოს ანგარიშების მოსმენა.
თუ გსურთ, გაიგოთ, როგორ ფუნქციონირებს ხმოვანი ასისტენტები, წაიკითხეთ „JW.ORG-ის ფუნქცია Amazon Alexa-თვის“ და „JW.ORG-ის ფუნქცია Google Assistant-თვის“.
მომხმარებლებს თავიანთ ტელეფონებზე, პლანშეტებსა თუ კომპიუტერებზეც შეუძლიათ დააყენონ აპლიკაცია „Amazon Alexa“ იმ შემთხვევაში, თუ მათ არ აქვთ ხმოვანი ასისტენტისთვის შესაბამისი მოწყობილობა.
ეს ფუნქციები განსაკუთრებით უსინათლოებსა და მცირემხედველებს უწევს დიდ დახმარებას. თუ ისეთი მეგობარი გყავთ, ვისაც მხედველობა აქვს დაქვეითებული, ხომ არ დაეხმარებოდით ხმოვანი ასისტენტის გამართვაში და ხომ არ ასწავლიდით მის გამოყენებას?