არჩეულ მასალაზე გადასვლა

ფლორიდის არაერთ ტერიტორიაზე ქარიშხალმა დიდი ნგრევა გამოიწვია.

7 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

დასავლეთ კუბას და შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ქარიშხალი „იდალია“ დაატყდა თავს

დასავლეთ კუბას და შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ქარიშხალი „იდალია“ დაატყდა თავს

2023 წლის 29 აგვისტოს დასავლეთ კუბის პროვინციას, პინარ-დელ-რიოს, ტროპიკული ქარიშხალი „იდალია“ დაატყდა თავს, რამაც ძლიერი ქარი და ნალექი გამოიწვია. ქარიშხალმა მესამე კატეგორიის სიმძლავრეს მიაღწია და ქარის სიჩქარემ საათში 200 კმ-ს გადააჭარბა. 30 აგვისტოს „იდალიამ“ კიტონის სანაპიროსკენ (ფლორიდა, აშშ) გადაინაცვლა და ქარიშხლის სიმძლავრე შედარებით შესუსტდა. ამის მიუხედავად, მან ძლიერი ქარი, წვიმა, წყალდიდობა და ელექტროენერგიის სრული გათიშვა გამოიწვია ფლორიდის, ჯორჯიის და ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის შტატების უმეტეს ნაწილში.

დაზარალებული და-ძმები

კუბა

  • არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა.

  • საცხოვრებლის დატოვება მოუწია 1 მაუწყებელს.

  • დაინგრა 1 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 12 სახლი.

შეერთებული შტატები

  • არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა.

  • მსუბუქი დაზიანებები მიიღო ერთმა მაუწყებელმა.

  • საცხოვრებლის დატოვება მოუწია 1 297 მაუწყებელს.

  • დაინგრა 4 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 12 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 61 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 1 დარბაზი.

  • მსუბუქად დაზიანდა 3 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • კუბასა და შეერთებულ შტატებში ადგილობრივი უხუცესები და სარაიონო ზედამხედველები სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ დაზარალებულებს.

დარწმუნებული ვართ, იეჰოვა კვლავაც მხარში ამოუდგება მათ, ვინც ქარიშხლის შედეგად დაზარალდა (ესაია 63:9).