არჩეულ მასალაზე გადასვლა

2023 წლის 25 იანვარი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

ვებგვერდი JW.ORG 10 წლისაა — ნაწილი 2

უახლესი ამბები და-ძმებს მუდმივად მიეწოდებათ

ვებგვერდი JW.ORG 10 წლისაა — ნაწილი 2

ამ სტატიათა სერიის პირველი ნაწილიდან გავიგეთ, თუ როგორ შეუწყო ხელი ვებგვერდმა jw.org ვიდეოებისა და ელექტრონული პუბლიკაციების გამოცემასა და გავრცელებას. მეორე ნაწილიდან კი გავიგებთ, როგორ მიეწოდება მსოფლიო საძმოს ამ ვებგვერდის მეშვეობით უახლესი ინფორმაცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც იეჰოვას მოწმეებს ეხება.

დროული სიახლეები: ვებგვერდის jw.org განყოფილებაში „JW სიახლეები“ რეგულარულად თავსდება სანდო ინფორმაცია ჩვენი და-ძმების შესახებ. მათ შორის, ახალი ამბები სტიქიების, დაზარალებულთა დახმარების, მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობების, უსამართლო დაპატიმრებებისა, თუ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მაგალითად, 2017 წლის 21 მარტს გამოქვეყნებული სტატიით მსოფლიო საძმომ შეიტყო რუსეთში იეჰოვას მოწმეების საქმიანობის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით. ეს სტატია მოუწოდებდა იეჰოვას მოწმეებს მონაწილეობა მიეღოთ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებისთვის წერილების მიწერის კამპანიაში.

უახლესი ინფორმაცია“: ვებგვერდზე jw.org „უახლესი ინფორმაცია” პირველად 2017 წლის ივლისში გამოჩნდა. ასეთი სახით, მხოლოდ რამდენიმე წინადადებით მსოფლიო საძმო იგებს იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას. მაგალითად, როდესაც რწმენის გამო დაპატიმრებულ ჩვენს და-ძმებს ციხიდან ათავისუფლებენ. ასე შევიტყვეთ თუნდაც ის, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს ფელიქს მახამადიევი რუსეთის ციხიდან გათავისუფლდა და ოჯახს დაუბრუნდა. პანდემიის პერიოდში „უახლესი ინფორმაციიდან“ გავიგეთ, რომ ხელმისაწვდომი გახდებოდა რეგიონული კონგრესის პროგრამის ონლაინ ვერსია. გარდა ამისა, შევიტყვეთ ხელმძღვანელი საბჭოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც ეხებოდა დარბაზებში შეხვედრების ჩატარებისა და საჯარო მსახურების განახლებას. ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდენიდან რამდენიმე საათში თავსდება „უახლეს ინფორმაციაში“. მაგალითად, 2018 წლის ივნისში, სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურით არ უზრუნველყოფდა. ეს ისტორიული გადაწყვეტილება მიღებიდან რამდენიმე საათში გამოჩნდა „უახლეს ინფორმაციაში“.

ხელმძღვანელი საბჭოს ანგარიშები: 2020 წლის 18 მარტს jw.org-ზე განთავსდა ხელმძღვანელი საბჭოს პირველი ანგარიში, რომლის მიზანიც იყო კოვიდპანდემიის პერიოდში და-ძმების გამხნევება. ამ ანგარიშებთან დაკავშირებით ბევრს ეუფლება ისეთივე გრძნობები, როგორიც ერთ ჩვენს დას. ის გვიზიარებს: „დავინახე, რომ ხელმძღვანელი საბჭო ახლო მეგობარივით პირადად ინტერესდება ჩემით. ამ ანგარიშების გარეშე პანდემიის გადატანა გამიჭირდებოდა. ისინი ყოველთვის საჭირო დროს მოდიოდა“. დღემდე ხელმძღვანელმა საბჭომ 28 ანგარიში მოგვიმზადა.

დღეს რთულია, იპოვო სანდო ინფორმაციის წყარო, რადგან მოვლენები სწრაფად ვითარდება და მსოფლიოც სულ უფრო იყოფა. გვიხარია, რომ ჩვენს და-ძმებს შეუძლიათ დროულად მიიღონ ზუსტი ინფორმაცია jw.org-ის მეშვეობით. ეს გვეხმარება შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივენდოთ ჩვენს ღმერთს, იეჰოვას (ესაია 30:15).

  • ჩამოტვირთული ვიდეოების თვიური მაჩვენებელი

  • ყოველდღიური ნახვების თვიური მაჩვენებელი

  • გამოცხადდა წერილების წერის გლობალური კამპანიის შესახებ (2017 წლის მარტი)

  • გამოიცა ხელმძღვანელი საბჭოს პირველი ანგარიში (2020 წლის მარტი)

  • გამოცხადდა, რომ განახლდებოდა კრების შეხვედრების ჩატარება დარბაზებში (2022 წლის მარტი)

  • გამოცხადდა, რომ განახლდებოდა საჯარო მსახურება (2022 წლის ივნისი)

  • ხელმისაწვდომი გახდა რეგიონული კონგრესის პროგრამის ონლაინ ვერსია (2022 წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით)