2015 წლის 20 მარტი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ამ განსაკუთრებულ საღამოს მილიონები დაესწრებიან
ნიუ-იორკი — 2015 წლის 3 აპრილს, პარასკევ საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ იეჰოვას მოწმეები ყველაზე მნიშვნელოვანი დღის, იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად შეიკრიბებიან. ამ საღამოზე წარმოითქმება 45-წუთიანი მოხსენება, სახელწოდებით „დააფასეთ ის, რაც ქრისტემ თქვენთვის გააკეთა!“. გახსენების საღამომდე რამდენიმე კვირით ადრე იეჰოვას მოწმეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპეციალურ კამპანიას დაიწყებენ, რომლის დროსაც ამ საღამოზე მეზობლებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს მოიწვევენ.
ბრუკლინში (ნიუ-იორკი) იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი, რიჩარდ ბრაუნი აღნიშნავს: „გასულ წელს დაახლოებით 8 მილიონი იეჰოვას მოწმე აქტიურად ეპატიჟებოდა ხალხს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე. შედეგად, დამსწრეთა რიცხვმა დაახლოებით 20 მილიონს მიაღწია. ვიმედოვნებთ, რომ წელს დამსწრეთა რაოდენობა ამ რიცხვს გადააჭარბებს“.
საკონტაქტო პირი:
საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ: +1 718 560 5000