არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 4 ივნისი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესები იწყება

იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესები იწყება

ნიუ-იორკი — იეჰოვას მოწმეების პირველი სამდღიანი საერთაშორისო კონგრესი, სახელწოდებით „უპირველესად ეძებეთ ღვთის სამეფო!“ 2014 წლის 6 ივნისს, პარასკევ დილით დაიწყება; ის დეტროიტში (მიჩიგანი, აშშ) ფორდ-ფილდის სტადიონზე გაიმართება. კონგრესის პროგრამის ზოგიერთი ნაწილი პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა სხვადასხვა შტატში. ესენია: არიზონა, კალიფორნია, ფლორიდა, ილინოისი, მისური, ნიუ-ჯერზი და ჩრდილოეთი კაროლინა; პროგრამა გადაითარგმნება ალბანურ, კორეულ, პოლონურ და პორტუგალიურ ენებზე.

რიჩარდ ბრაუნი, იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს (ბრუკლინი, ნიუ-იორკი) წარმომადგენელი, აღნიშნავს: „გასული სამი კვირის მანძილზე მოწმეები დეტროიტიდან და იმ ქალაქებიდან, რომლებიც ამ კონგრესის პროგრამის ზოგიერთ ნაწილს ვიდეოტრანსლაციით უყურებენ, პირადად იწვევდნენ თავიანთ მეზობლებს ამ განსაკუთრებულ ღონისძიებაზე. ჩვენ მოველით, რომ დეტროიტში დაახლოებით 45 000 სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანი მოისმენს პროგრამას, მათ შორის 2 000-ზე მეტი უცხოელი დელეგატი ავსტრალიიდან, კანადიდან, გერმანიიდან და ტაივანიდან.

ამ ზაფხულს შეერთებული შტატები 16 საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს, რომლებიც ათ სხვადასხვა შტატში დიდ სტადიონებზე გაიმართება. ზოგან პროგრამა მთლიანად თუ ნაწილობრივ წარმოდგენილი იქნება ისეთ ენებზე, როგორიცაა ალბანური, ამერიკული ჟესტური ენა, არაბული, სომხური, კანტონური, ტრუკი, ფრანგული, ბერძნული, ჰაიტის კრეოლი, ჰინდი, ილოკური, ინდონეზიური, იტალიური, იაპონური, კორეული, მანდარინული, მარშალური, სპარსული, პოლონური, რუმინული, რუსული, სამოური, ესპანური, ტაგალური, ტვი და ვიეტნამური. 2014 წლის ივნისიდან მოყოლებული 2015 წლის იანვრის ჩათვლით იეჰოვას მოწმეები საერთაშორისო კონგრესებს ჩაატარებენ აგრეთვე ავსტრალიაში, ეკვადორში, ინგლისში, გერმანიაში, საბერძნეთში, მექსიკაში, სამხრეთ კორეასა და ზიმბაბვეში.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000