2017 წლის 16 მაისი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
იეჰოვას მოწმეები იწყებენ რეგიონული კონგრესების ჩატარებას
ნიუ-იორკი — 2017 წლის 19 მაისიდან იეჰოვას მოწმეები დაიწყებენ სამდღიანი რეგიონული კონგრესების ჩატარებას, რომლის სახელწოდებაა „ბოლომდე მოითმინეთ!“. ეს კონგრესები 2018 წლის იანვრის ჩათვლით მთელ მსოფლიოში ჩატარდება. როგორც გასულ წლებში, იეჰოვას მოწმეებმა ამჯერადაც წამოიწყეს სპეციალური კამპანია, რათა ხალხი კონგრესზე დასასწრებად დაპატიჟონ.
კონგრესზე დასწრება უფასოა და არ ხდება ფულის აგროვება. „გასულ წელს კონგრესებს დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი დაესწრო. წელს გაცილებით მეტ ადამიანს ველით“, — ამბობს იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი უორიკში (ნიუ-იორკი) დეივიდ სიმონიანი.
პროგრამაში, რომელიც 52 ნაწილად არის დაყოფილი, წარმოდგენილი იქნება მოხსენებები, ინტერვიუები და ვიდეორგოლები. გარდა ამისა, ყოველი დღის ნაშუადღევის პროგრამაში ნაჩვენები იქნება სამნაწილიანი ფილმის „გახსოვდეთ ლოტის ცოლი“ თითო ნაწილი. კონგრესის ჩატარების დრო და ადგილი შეგიძლიათ იხილოთ იეჰოვას მოწმეების ოფიციალურ ვებ-გვერდზე jw.org. ჟურნალისტებს, რომელთაც კონგრესის პროგრამის გაშუქება სურთ, მეტი ინფორმაციის მისაღებად და ადგილობრივ საკონტაქტო პირთან დასაკავშირებლად შეუძლიათ მიმართონ იეჰოვას მოწმეების უახლოეს ფილიალს.
დეივიდ სიმონიანი დასძენს: „თავსდატეხილმა განსაცდელებმა შეიძლება მშვიდობა წაგვართვას და ფარ-ხმალი დაგვაყრევინოს. წლევანდელი რეგიონული კონგრესი იეჰოვას მოწმეებსა და სხვებს გაამხნევებს და ძალებს შემატებს; აგრეთვე დაეხმარება, ბოლომდე მოითმინონ და გაუმკლავდნენ სირთულეებს“.
საკონტაქტო პირი:
დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000