არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 19 მარტი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, გაი პირსი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, გაი პირსი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამა წლის 18 მარტს, სამშაბათს, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, გაი პირსი, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ბრუკლინში (ნიუ-იორკი) იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარ სამმართველოში მსახურობდა.

იგი ძალიან დააკლდება მისი ოჯახის წევრებს — მეუღლეს პენის, ექვს შვილს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს. ძმა გაი პირსს ყოველთვის სიყვარულით გაიხსენებენ მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები, რომლებსაც თავად ძმა გაი ერთ დიდ ოჯახად მიიჩნევდა.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნული იყო: „ამ გაბედული და ერთგული ძმის მაგალითი ყოველთვის შეგვმატებს ძალებს“.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, +1 718 560 5000

 

წაიკითხეთ