2022 წლის 1 აპრილი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
„იეჰოვა ჩემი ციხესიმაგრეა“
2022 წლის 16 თებერვალს ქერჩის საქალაქო სასამართლომ (ყირიმის რესპუბლიკა) დამნაშავედ ცნო ძმა არტიომ შაბლი და ორი წლის ვადით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
დროის დიაგრამა
2020 წლის 26 მაისი
ყირიმში ძალოვნებმა ჩხრეკა ჩაატარეს იეჰოვას მოწმეთა ხუთ სახლში, მათ შორის არტიომის ბინაში. სამართალდამცავებმა შეჭრისას ფანჯრები ჩაამსხვრიეს, რის გამოც არტიომის ოთხი წლის ვაჟმა ფეხებზე დაზიანებები მიიღო. სამსაათიანი ჩხრეკის შემდეგ არტიომი განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სამი დღე ჰყავდათ დაკავებული.
2020 წლის 9 ივნისი
არტიომმა ქერჩის საქალაქო სასამართლოს თხოვნით მიმართა, რომ მისთვის საქმის მასალები ეჩვენებინათ. თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი ეს მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის გაკეთებას კანონი ავალდებულებდათ.
2021 წლის 24 მაისი
დაიწყო სასამართლო მოსმენა. არტიომის მხარდასაჭერად არაერთმა და-ძმამ მოიყარა თავი სასამართლოს შენობაში, თუმცა ისინი მოსმენაზე არ დაუშვეს.
ზოგადი ინფორმაცია
დარწმუნებული ვართ, იეჰოვა მხარს უჭერს ყველა თავის ერთგულ თაყვანისმცემელს. ეჭვი არ გვეპარება, რომ ის ყოველთვის იქნება კლდე, ციხესიმაგრე და უსაფრთხო თავშესაფარი ყირიმსა და რუსეთში მცხოვრები და-ძმებისთვის (ფსალმუნი 18:2).