არჩეულ მასალაზე გადასვლა

დანგრეული სახლი ინდონეზიაში

2021 წლის 19 აპრილი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

ინდონეზიასა და ტიმორ-ლესტეს ქარიშხალმა „სეროჯამ“ გადაუარა

ინდონეზიასა და ტიმორ-ლესტეს ქარიშხალმა „სეროჯამ“ გადაუარა

ადგილმდებარეობა

აღმოსავლეთ ინდონეზიაში მდებარე აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულები და ტიმორ-ლესტე

სტიქია

  • 2021 წლის 4 აპრილს ციკლონმა „სეროჯამ“ დიდი ნგრევა გამოიწვია, რის გამოც ბევრს საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

დაზარალებული და-ძმები

  • სულ მცირე, 236 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება

მატერიალური ზარალი

ინდონეზია

  • მსუბუქად დაზიანდა და-ძმების 45 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 8 სახლი.

  • მცირე ზიანი მიადგა ჩვენს 3 დარბაზს.

ტიმორ-ლესტე

  • უმნიშვნელოდ დაზიანდა და-ძმების 19 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 10 სახლი.

დაზარალებულთა დახმარება

  • ინდონეზიაში დაინიშნა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რომელიც ორგანიზებას უწევს დაზარალებული და-ძმების დახმარების საქმეს. აღნიშნული კომიტეტი ზრუნავს იმაზეც, რომ შეკეთდეს დაზიანებული დარბაზები და სერიოზულად დაზიანებულ სახლებში ჩატარდეს აღდგენითი სამუშაოები.

  • სარაიონო ზედამხედველები სულიერ და ემოციურ მხარდაჭერას უწევენ სტიქიის ზონაში მცხოვრებ და-ძმებს.

  • სტიქიიდან მალევე კრების უხუცესებმა იზრუნეს იმაზე, რომ დროებითი საცხოვრებლები მოეძებნათ იმ მაუწყებლებისთვის, რომლებსაც სახლ-კარის დატოვება მოუწიათ. გარდა ამისა, უხუცესებმა დაზარალებული და-ძმები საკვებით, წყლითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყვეს. მათ ორგანიზება გაუწიეს იმასაც, რომ გაიწმინდოს დაზიანებული სახლები.

  • ტიმორ-ლესტეში უხუცესებმა უკვე დაიწყეს დაზიანებული სახლების გაწმენდა და დაზარალებულების საკვებითა და საჭირო ნივთებით მომარაგება. უხუცესებმა იზრუნეს იმაზეც, რომ უსახლკაროდ დარჩენილ და-ძმებს დროებითი საცხოვრებლები ჰქონოდათ.

  • დაზარალებულთა დასახმარებლად გაწეული ყველა სამუშაო მიმდინარეობს კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

იეჰოვას ვემადლიერებით იმ დახმარებისთვის, რომელსაც ის ქრისტიანული კრების მეშვეობით გვიწევს (2 კორინთელები 9:13).