2020 წლის 3 აპრილი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ისტორიული გახსენების საღამო
მსოფლიო მასშტაბით კრებების უმეტესობა ვიდეოკონფერენციით უყურებს გახსენების საღამოს
მილიონობით იეჰოვას მოწმე თუ ჭეშმარიტებით დაინტერესებულები სხვა ადამიანი მთელი გულით ელის სამშაბათის, 2020 წლის 7 აპრილის დადგომას, რათა აღნიშნონ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება — იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო. თუმცა წელს (COVID-19) პანდემიის გამო ეს შეხვედრა სრულიად განსხვავებულად ჩატარდება. მთელ მსოფლიოში ამ შეხვედრას ვიდეოკონფერეციის მეშვეობით უყურებენ და მოისმენენ.
კორონავირუსის გამო მრავალ ქვეყანაში უფლებამოსილმა პირებმა აკრძალეს დიდი საჯარო შეკრებები. ამიტომ ბევრ კრებაში ყოველკვირეული შეხვედრების ჩასატარებლად იყენებენ ვიდეოკონფერენციებს. ეს კრებები ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოსაც ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩაატარებენ. წინასწარ ჩაწერილი პროგრამა განთავსებული იქნება ვებგვერდზე JW.ORG.
გასულ წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 20 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო. ვიმედოვნებთ, რომ წელსაც მილიონობით ადამიანი მოისმენს ამ საღამოს ვიდეოკონფერენციისა თუ ტელეფონის მეშვეობით, ან ნახავს ჩანაწერს ჩვენს ვებგვერდზე.
მრავალ ქვეყანაში ვირუსი უფრო და უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ და-ძმებმა სიფრთხილე გამოავლინონ და გაითვალისწინონ რეკომენდაციები და შეზღუდვები, სანამ საფრთხე ჩაივლის. მანამდე კი, იეჰოვაზე სრულად მინდობილებს, გადაწყვეტილი გვაქვს, მივყვეთ იესოს მითითებას: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკა 22:19).