2022 წლის 26 სექტემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
კარიბის კუნძულებს ქარიშხალი „ფიონა“ დაატყდა თავს
2022 წლის 18 სექტემბერს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს პუერტო-რიკოს და მან ახლომდებარე კუნძულებსაც გადაუარა. ქარიშხლის სიჩქარე საათში 160 კმ-ს აღწევდა. გარდა ამისა, ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ტერიტორიები და ნალექის დონემ 75 სმ-ს მიაღწია. დაინგრა გზები და ხიდები და ათასობით ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო ხელისუფლებას უჭირს დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების მიწოდება.
დაზარალებული და-ძმები
პუერტო-რიკო, სენტ-კიტსი და ნევისი, ტურკისა და კაიკოს კუნძულები
არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა.
მსუბუქად დაშავდა 4 მაუწყებელი.
საცხოვრებლის დატოვება მოუწია 75 და-ძმას.
მსუბუქად დაზიანდა 140 სახლი.
სერიოზულად დაზიანდა 18 სახლი.
დაინგრა 1 სახლი.
დომინიკელთა რესპუბლიკა
არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა.
საცხოვრებლის დატოვება მოუწია 58 და-ძმას.
მსუბუქად დაზიანდა 57 სახლი.
სერიოზულად დაზიანდა 26 სახლი.
დაინგრა 2 სახლი.
მსუბუქად დაზიანდა 2 დარბაზი.
სერიოზულად დაზიანდა 2 დარბაზი.
გვადელუპა და მარტინიკა
არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა.
საცხოვრებლის დატოვება მოუწია 16 და-ძმას.
მსუბუქად დაზიანდა 43 სახლი.
სერიოზულად დაზიანდა 2 სახლი.
მსუბუქად დაზიანდა 13 დარბაზი.
დაზარალებულთა დახმარება
სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები ამხნევებენ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ დაზარალებულ და-ძმებს.
ორგანიზება ეწევა დაზარალებული და-ძმებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და მათი სახლების შეკეთებას.
დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობს კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვით.
გვჯერა, რომ სტიქიით დაზარალებულ და-ძმებს დიდად ანუგეშებთ სულიერი საძმოს მიერ გამოვლენილი გულუხვობა და სიყვარული (საქმეები 11:29).