არჩეულ მასალაზე გადასვლა

შეერთებულ შტატებში და სიამოვნებით ქადაგებს წერილებით.

2020 წლის 31 მარტი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

მზრუნველობა ხანდაზმულ და-ძმებზე პანდემიის პერიოდში

მზრუნველობა ხანდაზმულ და-ძმებზე პანდემიის პერიოდში

ჩვენს ხანდაზმულ და-ძმებს კარგად ესმით, თუ რამდენად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მათთვის ახალი კორონავირუსი; ამიტომ ისინი ზედმიწევნით ითვალისწინებენ ჯანდაცვის ორგანიზაციების მითითებებს და სახლებში რჩებიან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ სრულიად გაწყვიტეს სხვებთან კონტაქტი და უმოქმედოდ არიან. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისინი სრულად მონაწილეობენ კრების შეხვედრებსა და მსახურებაში.

რომში (იტალია) მცხოვრებ ერთ 94 წლის დას, რომელიც 1952 წელს მოინათლა, პანდემიის გამოცხადებამდეც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სახლში უწევდა ყოფნა ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ის კრების შეხვედრებს JW სტრიმინგის მეშვეობით უყურებდა, თუმცა ძალიან ენატრებოდა საკუთარი კრება. მაგრამ ახლა, რადგან მისი კრების უხუცესები შეხვედრებს ვიდეოკონფერენციით ატარებენ, მას თავისი კრების წევრების დანახვაც შეუძლია და საკუთარი კრების შეხვედრების მოსმენაც.

იუტას შტატში (შეერთებული შტატები) მცხოვრები ერთი სმენადაქვეითებული და, სტეფანი აიტკენი, ამჟამად სპეციალურ სანატორიუმში იმყოფება, სადაც შექმნილი ვითარების გამო აიკრძალა მნახველების მიღება. ერთმა უხუცესმა თავის მეუღლესთან ერთად სანატორიუმში შესასვლელ მინის კართან სტეფანის ჟესტურ ენაზე აჩვენა ვიდეოინსტრუქცია, თუ როგორ დაეყენებინა ვიდეოკონფერენციისთვის განკუთვნილი აპლიკაცია. აპლიკაციის წარმატებით დაყენების შემდეგ და აიტკენმა სიხარულით ჩაიკრა გულში თავისი პლანშეტი. ის უზომოდ მადლიერია, რომ ახლა უკვე შეუძლია კრების წევრებთან ურთიერთობა.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები და-ძმები, მათ შორის ხანდაზმულები, ვირუსის გამო შექმნილ ამ კრიტიკულ ვითარებაში აქტიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. ეს შეგვახსენებს იეჰოვას დაპირებას, რომ მისი მსახურები ბრძნულად გამოიყენებდნენ „ხალხთა რძეს“ (ესაია 60:16). დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა სათანადო დახმარების გარეშე არასდროს დატოვებს გასაჭირში მყოფ თავის მიწიერ მსახურებს.

 

ცოლ-ქმარი შვედეთში (ზემოთ მარცხნივ), ძმა საფრანგეთში (ქვემოთ მარცხნივ) და ცოლ-ქმარი სამხრეთ კორეაში (მარჯვნივ) კრების შეხვედრების მსვლელობაში მონაწილეობენ.

ნორვეგიაში წყვილი ტელეფონით ქადაგებს.

იტალიაში ცოლ-ქმარს სატელეფონო საუბრით ამხნევებენ უხუცესები.