არჩეულ მასალაზე გადასვლა

და-ძმები ერთად აღნიშნავენ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს.

2022 წლის 21 აპრილი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

მთელ მსოფლიოში მილიონებმა აღნიშნეს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო

მთელ მსოფლიოში მილიონებმა აღნიშნეს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო

ძმები ერთმანეთს ესალმებიან ჩილეში.

2022 წლის 15 აპრილს, მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო აღნიშნეს. 2019 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ამ საღამოს აღსანიშნავად დარბაზებში შევიკრიბეთ. ვინც ვერ შეძლო დარბაზებში მისვლა, პროგრამას ვიდეოკონფერენციის მეშვეობით დაესწრო.

იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა იეჰოვას მოწმეებისთვის. კოვიდპანდემიის გამო ეს ღონისძიება ორი წელი ვიდეოკონფერენციის მეშვეობით იმართებოდა. 2021 წელს მას 21 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.

ზოგი წელს პირველად დაესწრო გახსენების საღამოს იეჰოვას მოწმეების დარბაზში. მათ შორისაა ჰაიტიზე მცხოვრები მარკენსია რემი, რომელიც ერთი წლის წინ მოინათლა. ის აღნიშნავს: „უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ გახსენების საღამოს დარბაზში დავესწარი. სიტყვები არ მყოფნის განცდილი სიხარულის გამოსახატავად. ვგრძნობ, რომ საოცარი ოჯახის წევრი ვარ“.

ბედნიერები ვართ, რომ ამ საღამოს აღსანიშნავად დარბაზებში შევიკრიბეთ და მადლიერება გამოვხატეთ იეჰოვასა და იესო ქრისტეს მიმართ, რომელთაც უდიდესი სიყვარული გამოავლინეს ჩვენდამი (იოანე 3:16).

 

არგენტინა

ბოლივია

ბრაზილია

კამბოჯა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

კუკის კუნძულები (რაროტონგა)

ეკვადორი

ინდონეზია

ისრაელი

იაპონია

ყაზახეთი

კოსოვო

მექსიკა

პარაგვაი

პერუ

ფილიპინები

პოლონეთი

რუმინეთი

ესპანეთი

ტაივანი

უკრაინა

შეერთებული შტატები

ვენესუელა