2017 წლის 30 მარტი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები 2017 წელს გამართავენ
ნიუ-იორკი — იეჰოვას მოწმეები ყველას ეპატიჟებიან მნიშვნელოვან შეხვედრებზე, რომლებსაც 2017 წელს გამართავენ.
2017 წლის 11 აპრილს, სამშაბათს, იეჰოვას მოწმეები მოწვეულ სტუმრებთან ერთად მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს, რომელსაც უფლის ვახშამიც ეწოდება. ამ ღონისძიებაზე ხალხის დასაპატიჟებლად მოწმეებმა 2017 წლის 18 მარტს წამოიწყეს სპეციალური კამპანია, რომელიც 11 აპრილამდე გაგრძელდება. ისინი ავრცელებენ მოსაწვევებს, რომელშიც მითითებულია შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი. იეჰოვას მოწმეებისთვის ეს წლის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა.
გახსენების საღამოს აღნიშვნის შემდეგ იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ხალხს მიიწვევენ 30-წუთიანი ბიბლიური მოხსენების მოსასმენად „იყავი მშვიდობისმყოფელი მრისხანე ქვეყნიერებაში!“. ეს სპეციალური მოხსენება წარმოითქმება 2017 წლის 15 და 16 აპრილს მოწმეების სამეფო დარბაზებსა თუ თაყვანისცემისთვის განკუთვნილ სხვა ადგილებში.
2017 წლის 19 მაისიდან შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეები დაიწყებენ სამდღიანი რეგიონული კონგრესების ჩატარებას, რომლის სახელწოდებაა „ბოლომდე მოითმინეთ!“. ეს კონგრესები სხვადასხვა ქვეყანაში 2018 წლის დასაწყისამდე ჩატარდება. კონგრესამდე სამი კვირით ადრე მოწმეები წამოიწყებენ სპეციალურ კამპანიას და ხალხს პროგრამის მოსასმენად დაპატიჟებენ.
ამ შეხვედრებზე დასწრება, იეჰოვას მოწმეების სხვა შეხვედრების მსგავსად, უფასოა. მთელ მსოფლიოში ადგილობრივი ფილიალები მზად არიან ითანამშრომლონ ჟურნალისტებთან, რომელთაც კონგრესის პროგრამის გაშუქება სურთ.
საკონტაქტო პირი:
დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000