არჩეულ მასალაზე გადასვლა

მოსამზადებელი სამუშაოების ერთ-ერთი ეტაპი სამშენებლო ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვა იყო.

8 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

რამაპოს პროექტი

ნებართვა რამაპოს პროექტის მშენებლობის დასაწყებად

ნებართვა რამაპოს პროექტის მშენებლობის დასაწყებად

2024 წლის 6 ნოემბერს რამაპოს ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა ხელი მოაწერა მშენებლობის დაწყების ნებართვას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკვე შესაძლებელია მშენებლობის დაწყება.

რამაპოს კომპლექსის პროექტი, ვიდეოსტუდია

2023 წლის ივნისში რამაპოს ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა პროექტი დაამტკიცა. აქამდე მიღებული ნებართვები წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების საშუალებას იძლეოდა; ერთ-ერთი ასეთი სამუშაო ხეების მოჭრა იყო. ეს ახალი ნებართვა საშუალებას მოგვცემს, ტერიტორია მშენებლობისთვის მომზადდეს და ისეთი სამუშაოები შესრულდეს, როგორიცაა ტერიტორიის ქვებისგან გასუფთავება, მთავარი შესასვლელის მშენებლობა და საკანალიზაციო სისტემის გაყვანა.

კევინ პეიჯი, რომელიც სამშენებლო კომიტეტში მსახურობს, ამბობს: „ძალიან გვახარებს ახალი ნებართვის მიღება. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხედავთ ღვთის თანადგომას და იმას, როგორ ფასდება ჩვენი მოთმინება და შრომა. მადლიერები ვართ და ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ კვლავაც განაგრძოს ამ პროექტზე ჩვენი მხარდაჭერა“.

კევინის განწყობას მსოფლიო საძმოც უერთდება. ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ ძალები მისცეს ამ პროექტზე მომუშავე თანაქრისტიანებს (ანგია 1:14).