28 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
რამაპოს პროექტი
ნიუ-იორკის შტატი იეჰოვას მოწმეებს ჯილდოს გადასცემს
ნიუ-იორკის შტატის ენერგეტიკიᲡ და მდგრადი განვითარების ორგანომ იეჰოვას მოწმეები 1 მილიონიანი გრანტით დააჯილდოვა რამაპოს ეკომეგობრული პროექტისთვის. a ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რამაპოში სამშენებლო პროექტმა არქიტექტურულ კონკურსში გაიმარჯვა.
სამშენებლო კომიტეტის ერთი წევრი, კით კედი, აღნიშნავს: „ჩვენი მიზანი ისეთი შენობების აგება იყო, რომლებიც ნაკლებ ენერგიას მოიხმარდნენ და გარემოს არ დააბინძურებდნენ. მშენებლობა ჯერ კიდევ არ გვქონდა დაწყებული, როცა შევიტყვეთ, რომ ჯილდოს მივიღებდით. აღფრთოვანებულები ვიყავით. გვახარებს, რომ ჩვენი და-ძმების მიერ გაღებულ შესაწირავებს ეს გრანტიც დაემატება და ამ საქმეს მოხმარდება“.
შეერთებულ შტატებში მხოლოდ ერთი კონკურსი ტარდება ამ სფეროში და მას 2019 წლის მარტში ჩაეყარა საფუძველი. დღემდე არქიტექტურულ კონკურსში 63 სამშენებლო პროექტია გამარჯვებული. ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ, „თუ ამ პროექტების მსგავსად სხვა სამშენებლო პროექტებზეც იგივე პრინციპები იქნება გათვალისწინებული, გარემო ნაკლებად დაბინძურდება“.
გვახარებს, რომ ამ პროექტმა აღიარება მოიპოვა და კიდევ ერთხელ განდიდდა იეჰოვას სახელი (მათე 5:16).
a კონკურსზე რამაპოს პროექტი წარმოდგენილი იყო შემდეგი სახელწოდებით: „სტერლინგტონის საცხოვრებლები“.