2021 წლის 31 დეკემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ნოემბრის კამპანიის დროს „საგუშაგო კოშკის“ მე-2 ნომერი 300-ზე მეტ ენაზე გავრცელდა
გამოიცა დამატებით 7 ენაზე!
2021 წლის ნოემბერში იეჰოვას მოწმეებმა ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი 2021 წლის „საგუშაგო კოშკის“ მე-2 ნომერი 300-ზე მეტ ენაზე გაავრცელეს. „საგუშაგო კოშკის“ ეს ნომერი დამატებით ითარგმნა 7 ენაზე: ფარერული, ჰავაის პიჯინი, ლუქსემბურგული, მანიპური, ოდია, პომერანიული და სენტ-ლუსიანური კრეოლი.
ძმა ნიკოლას ახლადისმა, რომელიც მსოფლიო მთავარ სამმართველოში მთარგმნელთა მომსახურების განყოფილებაში მსახურობს, აღნიშნა: «ჩვენს პუბლიკაციებში დაბეჭდილი ინფორმაცია ყველანაირი ადამიანისთვისაა საინტერესო. თუმცა ზოგ მთარგმნელობით ჯგუფს არ აქვს იმის რესურსი, რომ „საგუშაგო კოშკის“ ყველა ნომერი თარგმნოს. ფილიალის კომიტეტებს, რომლებიც ასეთ მთარგმნელობით ჯგუფებს ზედამხედველობენ, შეუძლიათ ხელმძღვანელი საბჭოს სამწერლო კომიტეტისგან ითხოვონ ნებართვა კონკრეტული პუბლიკაციისა თუ სხვა მასალის თარგმნაზე. სწორედ ასეთი ნებართვის შედეგად ითარგმნა 2021 წლის „საგუშაგო კოშკის“ მე-2 ნომერი ამ ენებზე».
ქვემოთ მოყვანილი შემთხვევებიდან დაინახავთ, რა კარგი შედეგები გამოიღო ამ კამპანიამ. დაინახავთ იმასაც, როგორ ფასდება ჩვენი ძალისხმევა, ყველა ენაზე მოლაპარაკე ადამიანის ყურამდე მივიტანოთ ბიბლიური ცნობა.
ძალიან გვიხარია, რომ სპეციალური კამპანიის დროს ამდენი ადამიანი გაეცნო „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერს. კარგად ვუწყით, რომ ასეთი კამპანიები იეჰოვას ნების შესრულებას ემსახურება, რომ „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:4).