2022 წლის 8 დეკემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ორ ძმას ექვსწლიან პატიმრობას უსჯიან
2022 წლის 30 ნოემბერს არმიანსკის საქალაქო სასამართლომ (ყირიმი) დამნაშავედ ცნო ალექსანდრე დუბოვენკო და ალექსანდრე ლიტვინიუკი. ორივე მათგანს ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საპატიმროში.
ზოგადი ინფორმაცია
გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ რა განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, იეჰოვა ყოველთვის გვერდში დაგვიდგება (ფსალმუნი 139:7—12).
დროის დიაგრამა
2021 წლის 2 აგვისტო
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ორივე ძმას ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის წახალისება ვიდეოკონფერენციის მეშვეობით.
2021 წლის 5 აგვისტო
სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს იეჰოვას მოწმეთა 8 სახლი, მათ შორის, ალექსანდრე დუბოვენკოსა და ალექსანდრე ლიტვინიუკის ბინები. ალექსანდრე ლიტვინიუკი დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.
2021 წლის 6 აგვისტო
ალექსანდრე ლიტვინიუკი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
2021 წლის 9 აგვისტო
სამართალდამცავებმა ხელმეორედ გაჩხრიკეს ალექსანდრე დუბოვენკოს ბინა. მას დაკითხვა მოუწყვეს, რის შემდეგაც შინაპატიმრობაში დატოვეს.
2021 წლის 11 აგვისტო
ალექსანდრე ლიტვინიუკს ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება.
2022 წლის 8 თებერვალი
ალექსანდრე დუბოვენკოს ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება.
2022 წლის 29 აპრილი
დაიწყო სასამართლო მოსმენა. ალექსანდრე ლიტვინიუკმა ითხოვა, რომ მასთან ექიმი მისულიყო სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად, თუმცა მოსამართლემ მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.
2022 წლის 8 სექტემბერი
ორივე ძმას ყოველდღიურად გარეთ გასვლის უფლება მისცეს დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე.
2022 წლის 30 ნოემბერი
ორივე ძმას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.