2019 წლის 1 ოქტომბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ ასი წლისაა
2019 წლის 1 ოქტომბერს ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის გამოცემიდან ასი წელი გავიდა. ის ყოველწლიურად 211 ენაზე გამოიცემა და მისი ყოველი ნომრის საშუალო ტირაჟი 280 მილიონზე მეტია. „გამოიღვიძეთ!“ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ჟურნალია და ყველაზე მეტ ენაზე ითარგმნება, „საგუშაგო კოშკის“ შემდეგ.
ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა სამუელ ჰერდი, აღნიშნავს: «ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში სხვადასხვა საკითხია განხილული, რაც ადამიანებს ბიბლიისადმი ინტერესს აღუძრავს. მართალია, დროთა განმავლობაში ამ ჟურნალის ფორმატი და ვიზუალური მხარე შეიცვალა, მაგრამ ის კვლავ რჩება ქადაგებაში დამხმარე ეფექტურ საშუალებად. ის ფაქტი, რომ ეს ჟურნალი უკვე ასი წელია გამოიცემა, ცხადყოფს, რომ ამ საქმეს ღმერთი თავისი წმინდა სულით ხელმძღვანელობს».
1919 წლის სექტემბერში სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) იეჰოვას მოწმეების მიერ ჩატარებულ ისტორიულ კონგრესზე გამოცხადდა, რომ გამოიცა ჟურნალი, სახელწოდებით „ოქროს ხანა“; 1937 წელს მისი სახელი შეიცვალა და „ნუგეში“ ეწოდა; როგორც სახელწოდებიდან ჩანს, მისი მიზანი ხალხის ნუგეშისცემა იყო. 1946 წელს კი ამ ჟურნალს „გამოიღვიძეთ!“-ი დაერქვა და მისი მიზანი ადამიანებისთვის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ბიბლიის თვალსაზრისის გაცნობა გახდა.
ძალიან გვიხარია, რომ ასი წლის შემდეგაც განვაგრძობთ სამქადაგებლო საქმიანობაში ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის გამოყენებას, „რათა საფუძვლიანად დავამოწმოთ სასიხარულო ცნობა“ (საქმეები 20:24).