3 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
რამაპოს პროექტი
რამაპოს სამშენებლო პროექტთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი ნებართვა
2023 წლის 28 ივნისს რამაპოს სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი ნებართვა მივიღეთ. რამაპოს ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა პროექტი დაამტკიცა. მართალია, ჯერ კიდევ საჭიროა გარკვეული ნებართვების მიღება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, რომ არ შეჩერდეს პროექტზე მუშაობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქალაქო სამსახურის სხდომაზე არც ადგილობრივებს და არც ოფიციალურ პირებს პროტესტი არ გამოუთქვამთ მიმდინარე მშენებლობის გამო. სამშენებლო კომიტეტის წევრი, კით კედი, აღნიშნავს: „თვეების განმავლობაში ვემზადებოდით ისეთი პროექტის წარსადგენად, რომელიც ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებდა. ჩვენი მიზანი იყო, რომ, რაც შეიძლება, მარტივად მიგვეღო ნებართვა“. საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა აშკარად დაინახეს, რამხელა შრომა იყო გაწეული, რომ ყველა მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა და, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ გვაძლევენ ნებართვებს ერთიმეორეს მიყოლებით. სამშენებლო კომიტეტის კიდევ ერთი წევრი, დეივიდ სოტო, ამბობს: „ამ საკითხის განხილვას ერთი საათიც კი არ დასჭირდა. დიდ მადლობას ვუხდით საქალაქო სამსახურს მათი შრომისთვის და ასეთი კარგი თანამშრომლობისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ სიამოვნებით განვაგრძობთ მათთან თანამშრომლობას“.
ეს ახალი ნებართვა საშუალებას იძლევა, რომ უფრო აქტიურ ფაზაში შევიდეს მშენებლობა. ძმა კით კედი ამბობს: „როგორც კი ტერიტორია მოჭრილი ხეებისგან გასუფთავდება, კონტრაქტორები შეუდგებიან მუშაობას. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლის ბოლოსკენ ბევრი მოხალისე დაგვჭირდება. საქალაქო სამსახურის სხდომაზე ყველამ ძალიან გავიხარეთ, როცა მოვისმინეთ, რომ ნებართვა მივიღეთ სამუშაოების დაწყებაზე“.
დიდად ვემადლიერებით იეჰოვას ამ ნებართვისთვის და ვლოცულობთ, რომ კვლავაც მხარი დაუჭიროს ყველა იმ და-ძმას, ვინც ამ პროექტზე მუშაობს და მისცეს ძალა „კარგი საქმის საკეთებლად“ (ნეემია 2:18).