არჩეულ მასალაზე გადასვლა

რამაპოს კომპლექსის პროექტი

2022 წლის 11 ნოემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

რამაპოს პროექტი

რამაპოს ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა ახალი ნებართვა გასცა

რამაპოს ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა ახალი ნებართვა გასცა

2022 წლის 9 ნოემბერს რამაპოს ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა ახალი ნებართვა გასცა ტერიტორიის ზონირებასთან დაკავშირებით. ეს საშუალებას მისცემს სამშენებლო კომიტეტს, რომ მიიღოს მშენებლობის ნებართვაც. a

შესასვლელი გზა

გარდა ამისა, კონტრაქტორებმა უკვე გადააკეთეს და შეცვალეს რამაპოს კომპლექსამდე მისასვლელი გზა. მოხალისე და-ძმებმაც დაასრულეს შესასვლელ გზაზე არსებული ისტორიული ქვის ხიდის აღდგენა. აღდგენითი სამუშაოები მოიცავდა ხიდის გაფართოებას და გამაგრებას. ეს ხელს შეუწყობს სამშენებლო ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკისა და სახანძრო-სამაშველო მანქანების თავისუფლად გადაადგილებას. მშენებლობის პირველ ეტაპზე ტრანსპორტის მოძრაობა სწორედ ამ ხიდის მეშვეობით განხორციელდება.

აღდგენილი ქვის ხიდი

სამშენებლო კომიტეტის წევრი, მეთიუ მორდეკი, აღნიშნავს: „ტერიტორიის ზონირებასთან დაკავშირებული ნებართვა საშუალებას გვაძლევს, რომ მშენებლობის ნებართვაც მოვითხოვოთ და ამა წლის დეკემბერში ტერიტორიის გასუფთავებაც დავიწყოთ“.

ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ კვლავაც ხელი მოუმართოს ამ პროექტზე მომუშავე ჩვენს და-ძმებს (ნეემია 1:11).

a სანამ ტერიტორიის ზონირება მოხდებოდა, ის დარეგისტრირებული იყო სპეციალიზებულ შენობა-ნაგებობებისთვის განკუთვნილ ტერიტორიად.