6 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
რამაპოს პროექტი
რამაპოში გრძელდება მოსამზადებელი სამუშაოები
2023 წლის 1 ივნისს ნიუ-იორკის შტატის გარემოს დაცვის სააგენტომ ნებართვა გასცა, რომ რამაპოს სამშენებლო ტერიტორია მოჭრილი ხეებისგან გასუფთავებულიყო. ხე-ტყის გაჩეხვის პროცესი 18 მარტს, დათქმულ ვადამდე ორი კვირით ადრე, დასრულდა.
სამშენებლო კომიტეტის კოორდინატორმა, ძმა რობერტ მაკრედმონდმა აღნიშნა: „ვაცნობიერებთ, რომ ასეთ მასშტაბურ პროექტზე ყოველი ახალი ნებართვა უფრო გვაახლოებს მშენებლობის დაწყებასთან. ჩვენ არაერთხელ დავინახეთ, როგორ გადაგვალახვინა იეჰოვამ არაერთი დაბრკოლება და გვჯერა, მომავალშიც ასე იქნება“ (ესაია 57:14).
რამაპოს სამშენებლო კომიტეტი აგრძელებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რათა მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა ნებართვა მიიღოს.