4 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
რწმენა მათ შიშის დაძლევაში ეხმარება
გაგარინსკის რაიონული სასამართლო (სევასტოპოლი, ყირიმი) მალე განაჩენს გამოიტანს ვიქტორ კუდინოვის და სერგეი ჟიგალოვის საქმეზე. პროკურორს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მათთვის.
ზოგადი ინფორმაცია
დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა, „რომელსაც თავისი მსახურის მშვიდობა ახარებს“, კვლავ მხარს დაუჭერს ვიქტორსა და სერგეის (ფსალმუნი 35:27).
დროის დიაგრამა
2022 წლის 24 აგვისტო
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ორივე ძმის ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, რის შემდეგაც ისინი დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.
2022 წლის 26 აგვისტო
ორივე ძმა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
2022 წლის 17 ოქტომბერი
ორივე ძმა გაათავისუფლეს შინაპატიმრობიდან, თუმცა დაუწესეს გარკვეული შეზღუდვები.
2023 წლის 13 აპრილი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.