10 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
სამხრეთ აფრიკაში გამოიცა ბიბლიის თარგმანები
2023 წლის 5 მარტს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა დეივიდ სპლეინმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ სამხრეთ აფრიკულ ჟესტურ ენაზე და „მათეს სახარება“ ნდონგა ენაზე. ეს სპეციალური შეხვედრა სამხრეთ აფრიკის ფილიალიდან გადაიცემოდა და კრებების უმეტესობა სტრიმინგის მეშვეობით უსმენდა პროგრამას. მთლიანობაში დამსწრეთა რაოდენობამ 130 000-ს გადააჭარბა. ამ თარგმანების ელექტრონული ვერსიები გამოცემისთანავე გახდა ხელმისაწვდომი.
სამხრეთ აფრიკულ ჟესტურ ენაზე მთარგმნელობითი საქმე 2007 წელს დაიწყო ქალაქ იოჰანესბურგთან ახლოს მდებარე ფილიალში. 2022 წელს მთარგმნელობითი ჯგუფი დურბანში არსებულ მთარგმნელობით ოფისში გადავიდა. ერთი სმენადაქვეითებული უხუცესი, აიანდა მდაბე, აღნიშნავს: „ამ ახალი თარგმანის მეშვეობით ახლა უფრო მეტად შევიგრძენი იეჰოვას სიტყვის ძალა. გარდა ამისა, უკეთ ჩავწვდი იესოს პიროვნებას და ზოგიერთ ბიბლიურ პრინციპს. ეს ყველაფერი შინაგანი პიროვნების შეცვლაში მეხმარება“.
ნდონგა ენაზე მეტწილად ნამიბიაში საუბრობენ. ნდონგაენოვანი მთარგმნელობითი ოფისი ონდანგვაში მდებარეობს. a ერთ-ერთი მთარგმნელი ამბობს: „ამ თარგმანის გამოცემა შემახსენებს, რამდენად უყვარს იეჰოვას საკუთარი ხალხი და რა ძლიერ სურს, რომ საკუთარი თავი უკეთ გააცნოს მათ“.
გვახარებს, რომ ჩვენი და-ძმები ამ ახალი გამოცემებით ისარგებლებენ. ეს თარგმანები დაეხმარება მათ, კვლავაც იეჰოვას შეხსენებების თანახმად იცხოვრონ (იგავები 2:1).
a ნამიბიაში სამქადაგებლო საქმეს სამხრეთ აფრიკის ფილიალი ხელმძღვანელობს.