არჩეულ მასალაზე გადასვლა

21 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2024
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

სასიხარულო ცნობა ათასობით ადამიანს ექადაგა ბოლივიასა და კოლუმბიაში

სასიხარულო ცნობა ათასობით ადამიანს ექადაგა ბოლივიასა და კოლუმბიაში

2023 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით, 19 000-ზე მეტმა იეჰოვას მოწმემ მიიღო მონაწილეობა ბოლივიასა და კოლუმბიაში ჩატარებულ სპეციალურ სამქადაგებლო კამპანიაში. კამპანიის ფარგლებში ქადაგება მიმდინარეობდა ესპანურის გარდა, კიდევ 18 ენაზე, მათ შორის ბოლივიურ და კოლუმბიურ ჟესტურ ენებზე.

სასიხარულო ცნობის ქადაგება ბოლივიის სოფლებში

გვადალუპეში (კოლუმბია) ქადაგებისას ერთი ძმა გააოცა მობინადრის რეაქციამ. ქალბატონმა კარები გააღო და მისალმების შემდეგ თქვა: „გელოდებოდით“. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დღის წინ ის და მისი მეუღლე მსჯელობდნენ, უნდა აღენიშნათ თუ არა გარკვეული რელიგიური დღესასწაულები. ამ ქალბატონს მეუღლემ უთხრა, რომ მათ სამეზობლოში იეჰოვას მოწმეები ქადაგებდნენ და დარწმუნებული იყო, ისინი შეძლებდნენ მათ კითხვებზე პასუხის გაცემას. ძმებმა მათ კითხვებს ბიბლიიდან უპასუხეს და შეთანხმდნენ, რომ შემდეგში მათთან სხვა მივიდოდა.

ქადაგება კოლუმბიაში

ბოლივიის ერთ-ერთ ქალაქში მსახურებისას ორი და გაესაუბრა ქალბატონს, სახელად Მიგელინას. მან აღნიშნა, რომ ახალი გარდაცვლილი ჰყავდა საყვარელი ადამიანი. დებმა გამოცხადების 21:3, 4 ამოუკითხეს. Მიგელინამ მეტის გაგების სურვილი გამოთქვა, მაგრამ, სამწუხაროდ იგი საკმაოდ შორს ცხოვრობდა და ტელეფონიც არ ჰქონდა. ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ დები გარეუბანში ერთ გოგოს გაესაუბრნენ. მოულოდნელად მისი სახლიდან მიგელინა გამოვიდა. აღმოჩნდა, რომ მიგელინა ამ გოგოს დედა იყო. მომხდარმა ყველა ძალიან გაახარა. მთელ ოჯახთან დაიგეგმა ბიბლიის შესწავლა.

დარწმუნებული ვართ, იეჰოვა აფასებს იმ და-ძმების ძალისხმევას, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კამპანიაში და გვჯერა, ის კვლავაც აკურთხებს თავის მსახურებს, რომლებიც ცდილობენ უქადაგონ „ყველა ხალხს ცისქვეშეთში“ (კოლოსელები 1:23).