2020 წლის 20 მარტი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
სკოლა „გალაადის“ უჩვეულო გამოსაშვები პროგრამა
სკოლა გალაადის 148-ე კლასის გამოსაშვები პროგრამა არაფრით განსხვავდებოდა წინამორბედებისგან, თუ არ ჩავთლით ერთ მნიშვნელოვან გამონაკლისს: აუდიტორიაში არ იჯდა არცერთი დამსწრე. პროგრამას ყველა სტუმარი პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით ისმენდა. მიმდინარე გლობალური კრიზისის ფონზე, ეს სულიერი ღონისძიება იყო შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ ერგება ჩვენი ორგანიზაცია ცვალებად ვითარებას.
გამოსაშვები პროგრამა 2020 წლის 14 მარტს ჩატარდა იეჰოვას მოწმეთა საგანმანათლებლო ცენტრში, პატერსონში (ნიუ-იორკი). პროგრამის თავმჯდომარე იყო ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა სტივენ ლეტი. 148-ე კლასში სულ 55 სტუდენტი სწავლობდა. a
გამოსაშვებ პროგრამამდე ერთი კვირით ადრე იფეთქა კორონავირუსმა, რომელიც მალევე იქცა მსოფლიო ახალი ამბების მთავარ თემად. როგორც jw.org-ის ახალი ამბების განყოფილებაში ეწერა, იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველო ყურადღებით აკვირდება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და სათანადო მითითებებს აძლევს ყველა კრებას იმ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რომლებსაც სახელმწიფო უწყებები და ჯანდაცვის ორგანიზაციები გასცემენ.
ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა ფართომასშტაბიანი შეკრებების გაუქმებას. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ხელმძღვანელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არცერთი სტუმარი არ უნდა ჩამოსულიყო პროგრამაზე დასასწრებად და არც აუდიტორიაში უნდა მჯდარიყო ვინმე. ბეთელის ოჯახის წევრები და გალაადის სტუდენტები ზედმიწევნით მიჰყვნენ ამ მითითიებას, რითაც შესანიშნავი მაგალითი მოგვცეს ყველას (იოანე 13:34, 35).
გალაადის სტუდენტების სტუმრები და ბეთელის ოჯახის წევრები გამოსაშვებ პროგრამას პირდაპირი ტრანსლაციით ისმენდნენ. მთლიანობაში, პროგრამა მოისმინა 10 000-ზე მეტმა და-ძმამ, მათ შორის, კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა.
ხელმძღვანელი საბჭოს უდიდესი სურვილია, რომ კვლავაც ტარდებოდეს სულიერი ღონისძიებები, განსაკუთრებით კრების შეხვედრები, რომელთა მეშვებითაც ჩვენი და-ძმები პანდემიის პერიოდშიც რეგულარულად იქნებიან ჩართულნი თაყვანისრცემის საქმეში. ხელმძღვანელმა საბჭომ კონკრეტული მითითებები გაუგზავნე ფილიალებს, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს კრების შეხვედრები ადგილობრივი სიტუაციის გათვალისწინებით. ზოგ ადგილას კრების წევრები იკრიბებიან პატარ-პატარა ჯგუფებად ან კრებას ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ატარებენ. გვჯერა, რომ სულიერი საზრდო კვლავაც შეუფერხებლად მიაღწევს ყველა კრებამდე მთელ მსოფლიოში.
ნათელია, იეჰოვას წინ ვერაფერი დაუდგება, რომ დაეხმაროს თავის მსახურებს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში (ფსალმუნი 18:29).
a სკოლა „გალაადის“ 148-ე კლასის გამოსაშვები პროგრამის სრული ჩანაწერი განთავსდება jw.org-ზე 2020 წლის ივნისში.