8 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2024
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ტანზანიასა და კენიაში ძლიერ წვიმებს წყალდიდობა მოჰყვა
2024 წლის აპრილში გადაუღებელ წვიმებს კენიასა და ტანზანიაში წყალდიდობა მოჰყვა. კენიაში 185 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია საცხოვრებლის დატოვება; დაახლოებით 200 ადამიანი გარდაიცვალა. ტანზანიაში დაახლოებით 200 000-მა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი, 200-მდე კი გარდაიცვალა. მომდევნო კვირების განმავლობაში კვლავაც ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი.
დაზარალებული და-ძმები
სამწუხაროდ გარდაიცვალა ერთი და და მისი ქალიშვილი.
59 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.
დაზიანდა 14 სახლი.
დაზიანდა 3 დარბაზი და 1 ბიბლიური საგანმანათლებლო ცენტრის შენობა.
დაზარალებულთა დახმარება
სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ და-ძმებს.
ვლოცულობთ სტიქიით დაზარალებული და-ძმებისთვის. მართალია რთულ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მალე აღარაფრის შეგვეშინდება და აღარაფერი შეგვაძრწუნებს (ესაია 54:14).