2022 წლის 9 თებერვალი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ტროპიკულმა შტორმმა „ანამ“ სამხრეთ აფრიკას გადაუარა
2022 წლის 24 და 25 იანვარს ტროპიკულმა შტორმმა „ანამ“, რომელსაც წყალდიდობა მოჰყვა, დიდი ზიანი მიაყენა მალავისა და მოზამბიკს. შტორმს არაერთი ადამიანი ემსხვერპლა, განადგურდა გზები, დაინგრა სახლები და ათასობით ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუწია.
დაზარალებული და-ძმები
მალავი
სამწუხაროდ, სამაშველო ოპერაციის დროს ნავი გადაბრუნდა და დაიხრჩვნენ ერთი ჩვენი ძმის მეუღლე, რომელიც არ იყო იეჰოვას მოწმე, და მათი ორი მცირეწლოვანი შვილი (3 და 5 წლის).
დაშავდნენ 1 ჩვენი და და მისი 7 წლის გოგონა.
საცხოვრებლის დატოვება მოუწია დაახლოებით 1000 და-ძმას.
მსუბუქად დაზიანდა 2 დარბაზი.
სერიოზულად დაზიანდა დაახლოებით 100 სახლი.
დაინგრა 100-ზე მეტი სახლი.
მოზამბიკი
არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა.
დაშავდა 2 ძმა.
საცხოვრებლის დატოვება მოუწია 381 და-ძმას.
მსუბუქად დაზიანდა 3 დარბაზი.
სერიოზულად დაზიანდა 3 დარბაზი.
დაინგრა 3 დარბაზი.
მსუბუქად დაზიანდა 51 სახლი.
სერიოზულად დაზიანდა 96 სახლი.
დაინგრა 79 სახლი.
დაზარალებულთა დახმარება
ორივე ქვეყანაში ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.
ეს კომიტეტები დაზარალებულებს ამარაგებენ საკვებითა და სასმელი წყლით და სხვა სახის დახმარებასაც უწევენ.
დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობს კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვით.
გვჯერა, იეჰოვა გააძლიერებს ჩვენს და-ძმებს ამ რთულ პერიოდში (ფსალმუნი 46:1).