არჩეულ მასალაზე გადასვლა

წყალდიდობა გვატემალაში (მარცხნივ) და კოსტა-რიკაში (მარჯვნივ)

2020 წლის 20 ნოემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

ქარიშხალი „ეტა“ თავს ატყდება ცენტრალურ ამერიკას, კაიმანის კუნძულებს, ბაჰამის კუნძულებს, იამაიკას, მექსიკასა და შეერთებულ შტატებს

ქარიშხალი „ეტა“ თავს ატყდება ცენტრალურ ამერიკას, კაიმანის კუნძულებს, ბაჰამის კუნძულებს, იამაიკას, მექსიკასა და შეერთებულ შტატებს

ადგილმდებარეობა

ცენტრალური ამერიკა, ბაჰამის კუნძულები, დიდი კაიმანის კუნძული, იამაიკა, მექსიკა და შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი

სტიქია

  • 2020 წლის 3 ნოემბერს მე-4 კატეგორიის ქარიშხალმა „ეტამ“ ნიკარაგუას ქალაქ პუერტო-კაბესასამდე მიაღწია, საიდანაც ცენტრალური ამერიკის სხვა მხარეებში გავრცელდა და დიდი ზიანი გამოიწვია.

  • სამწუხაროდ, ტაბასკოს შტატში (მექსიკა) მოვარდნილმა ნიაღვარმა იმსხვერპლა 9 წლის ბიჭი, რომლის პაპა-ბებიაც იეჰოვას მოწმეები არიან.

  • ქარიშხალი „ეტა“ ტროპიკულ შტორმში გადაიზარდა და მოიცვა დიდი კაიმანის კუნძული, ბაჰამის კუნძულები და იამაიკა. შემდეგ შტორმა მექსიკის ყურემდე მიაღწია, საიდანაც შეერთებულ შტატებში გავრცელდა.

დაზარალებული და-ძმები

  • კოსტა-რიკა

    • 108 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.

    • 7-მა მაუწყებელმა მთლიანად დაკარგა ქონება.

  • გვატემალა

    • 163 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება, თუმცა მოგვიანებით 85-მა შეძლო სახლში დაბრუნება.

    • 3-მა ოჯახმა მთლიანად დაკარგა საკუთრება.

    • გარდა ამისა, ერთი ოჯახი, რომელიც სამი სულისგან შედგება, სახლის მეორე სართულზე მოემწყვდა და ვეღარ გამოდიოდა, სანამ მათ გადასარჩენად მაშველები არ მივიდნენ.

  • ჰონდურასი

    • 1 984 მაუწყებელს მოუწია საკუთარი სახლის დატოვება, მათგან, სულ მცირე, 376-მა შეძლო სახლში დაბრუნება.

  • იამაიკა

    • 4 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.

  • მექსიკა

    • ჩიაპასისა და ტაბასკოს შტატებში მოხდა 1 618 მაუწყებლის ევაკუირება; 112-მა შეძლო სახლში დაბრუნება.

  • ნიკარაგუა

    • 238 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება; 232-მა შეძლო უკან დაბრუნება.

  • პანამა

    • 27 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება; 6-მა შეძლო უკან დაბრუნება.

  • შეერთებული შტატები

    • 48 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება; 27-მა შეძლო სახლში დაბრუნება.

მატერიალური ზარალი

  • ბაჰამის კუნძულები

    • დაზიანდა 1 სახლი.

  • კოსტა-რიკა

    • მთლიანად დაინგრა 3 სახლი.

    • დაზიანდა 6 სახლი.

  • გვატემალა

    • მეწყერმა დაანგრია 2 სახლი.

  • ჰონდურასი

    • მცირე ზიანი მიადგა ჩვენს 7 დარბაზს.

  • ნიკარაგუა

    • დაზიანდა 73 სახლი.

  • დიდი კაიმანის კუნძული

    • დაზიანდა 4 სახლი.

    • მსუბუქად დაზიანდა ჩვენი 1 დარბაზი.

  • იამაიკა

    • დაზიანდა 50 სახლი.

    • დაზიანდა 1 დარბაზი.

  • შეერთებული შტატები

    • დაზიანდა 141 სახლი.

    • მცირე ზიანი მიადგა 9 დარბაზს.

დაზარალებულთა დახმარება

  • ცენტრალური ამერიკის ფილიალის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების სამი კომიტეტი — ორი მექსიკაში, ერთი ჰონდურასში. ეს კომიტეტები ხელმძღვანელობას უწევენ დაზარალებული და-ძმების დახმარების საქმეს. სტიქიის შედეგად დაზარალებულ სხვა ქვეყნებში თანაქრისტიანების დახმარებას ორგანიზებას უწევს ის კომიტეტები, რომლებიც კოვიდ-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული და-ძმების დასახმარებლად ჩამოყალიბდა.

  • შეერთებული შტატების ფილიალის ტერიტორიაზე სტიქიით დაზარალებულ და-ძმებზე ზრუნავენ კრებები და კოვიდ-19 პანდემიის დროს შექმნილი დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები.

  • სარაიონო ზედამხედველები სულიერად ამხნევებენ დაზარალებულ ოჯახებს.

  • უსაფრთხო ზონაში მცხოვრები და-ძმები თავშესაფრით და საკვებით უზრუნველყოფენ მათ, ვისაც სახლების დატოვება მოუწიათ.

  • დახმარების აღმოჩენის დროს ჩვენი და-ძმები ზედმიწევნით იცავენ კოვიდ-19-თან დაკავშირებულ უსაფრთხოების ზომებს.

ტროპიკული შტორმის გამანადგურებელი შედეგების მიუხედავად, გვამხნევებს იმის დანახვა, თუ როგორ უდგანან ჩვენი და-ძმები ერთმანეთს მხარში გასაჭირის დროს. ვიცით, რომ მათთვისაც ჩვენი ღმერთი, „იეჰოვა იქნება თავშესაფარი ... გაჭირვების ჟამს“ (ფსალმუნი 9:9).