არჩეულ მასალაზე გადასვლა

19 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2024
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

ქარიშხალმა „დებიმ“ ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია ჩრდილოეთ ამერიკაში

ქარიშხალმა „დებიმ“ ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია ჩრდილოეთ ამერიკაში

2024 წლის აგვისტოს დასაწყისში ატლანტის ოკეანის თავზე წარმოქმნილი შტორმი მალევე იქცა პირველი კატეგორიის ქარიშხლად, რომელსაც „დები“ უწოდეს. 2024 წლის 5 აგვისტოს „დებიმ“ ფლორიდაში, სტაინჰაჩის მახლობლად გადაინაცვლა. ქარის სიჩქარე საშუალოდ 130 კმ/სთ იყო. სტიქიამ გზად 12 ქარბორბალა წარმოქმნა. ძლიერი ქარისა და გადაუღებელი წვიმის შედეგად, ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამჟამინდელი მონაცემებით, სტიქიის შედეგად, შეერთებულ შტატებში დაღუპულად ითვლება 8 ადამიანი.

ქარიშხალი „დები“ თანდათანობით შესუსტდა და ფლორიდიდან ნელ–ნელა ჩრდილოეთით, კანადისკენ, გადაინაცვლა. 9 აგვისტოს კვებეკში ნალექის დონემ 22 სანტიმეტრს 24 საათზე ნაკლებ დროში მიაღწია. გადაუღებელი წვიმის შედეგად, დაიტბორა სახლები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და საჭირო გახდა ასობით ადამიანის ევაკუაცია. ვარაუდობენ, რომ სტიქიის შედეგად კანადაში დაღუპულია ერთი ადამიანი.

დაზარალებული თანაქრისტიანები

შეერთებული შტატები

  • არცერთი ჩვენი თანაქრისტიანი არ დაღუპულა.

  • საავადმყოფოში გადაიყვანეს 1 თანაქრისტიანი.

  • საცხოვრებლის დატოვება მოუწია 23 თანაქრისტიანს.

  • სერიოზულად დაზიანდა 7 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 60 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა იეჰოვას მოწმეთა 1 დარბაზი.

კანადა

  • არცერთი ჩვენი თანაქრისტიანი არ დაღუპულა. სამწუხაროდ, მეწყერს 1 ბიბლიის შემსწავლელი ემსხვერპლა.

  • დაშავდა 1 თანაქრისტიანი.

  • საცხოვრებლის დროებით დატოვება მოუწია 23 თანაქრისტიანს, თუმცა მათი უმეტესობა უკვე სახლში დაბრუნდა.

  • სერიოზულად დაზიანდა 2 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 165 სახლი.

  • იეჰოვას მოწმეთა არცერთი დარბაზი არ დაზიანებულა.

დაზარალებულთა დახმარება

  • შეერთებულ შტატებსა და კანადაში სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ სტიქიით დაზარალებულ თანაქრისტიანებს.

  • კანადაში ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რომელიც საჭირო დახმარებას უწევს დაზარალებულებს.

ჩვენ კვლავ ვლოცულობთ სტიქიით დაზარალებული თანაქრისტიანებისთვის და მტკიცედ გვწამს, რომ იეჰოვა ყოველთვის მხსნელად მოგვევლინება გასაჭირში (ესაია 33:2).