2020 წლის 5 მარტი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ყირიმის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძმა არტემ გერასიმოვი და მას ფულადი ჯარიმა დააკისრა
2020 წლის 3 მარტს იალტის (ყირიმის რესპუბლიკა) საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ძმა არტემ გერასიმოვს. მართალია, ძმა არტემისთვის თავისუფლების აღკვეთა არ მიუსჯიათ, მაგრამ სასამართლომ მას ფულადი ჯარიმა დააკისრა 400 000 რუბლის (დაახლ. 6 000 დოლარი) ოდენობით. ძმა არტემ გერასიმოვი გაასაჩივრებს აღნიშნულ განაჩენს.