2020 წლის 5 მარტი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ყირიმის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძმა სერეგეი ფილატოვი და ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდა
2020 წლის 5 მარტს ჯანკოისკის (ყირიმის რესპუბლიკა) რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძმა სერგეი ფილატოვი. მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ძმა სერგეი პირველი იეჰოვას მოწმეა, რომელსაც რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე წაუყენეს ბრალი. ის გაასაჩივრებს აღნიშნულ განაჩენს.