2020 წლის 27 თებერვალი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ყირიმის სასამართლოს განაჩენი გამოაქვს ძმა არტემ გერასიმოვისთვის
2020 წლის 3 მარტს ქალაქ იალტაში (ყირიმის რესპუბლიკა) საქალაქო სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს ძმა არტემ გერასიმოვის საქმეზე. პროკურორი ითხოვს ძმა გერასიმოვისთვის ექვსწელიწადნახევრიანი პატიმრობის შეფარდებას.
2019 წლის 20 მარტს იალტასა და ალუპკაში ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რეიდები ჩაატარეს იეჰოვას მოწმეთა რვა სახლში. მათ დააკავეს ძმა არტემ გერასიმოვი, გადაიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში და დაკითხეს. სამართალდამცავებმა სახლიდან წაიღეს კომპიუტერები, სხვა ელექტრონული მოწყობილობები და ბიბლიები. უშიშროების თანამშრომლებმა არტემ გერასიმოვს ბრალი დასდეს ექსტრემისტული საქმიანობის ორგანიზებაში მხოლოდ იმის გამო, რომ სხვებს ბიბლიურ საკითხებზე ესაუბრებოდა.
გვჯერა, რომ იეჰოვა ჩვენს და-ძმებს გაბედულებას შემატებს და გააძლიერებს, რათა გაუძლონ რწმენის გამოცდებს (ფსალმუნი 138:3).