2020 წლის 4 ივნისი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ყირიმის უზენაესმა სასამართლომ არტემ გერასიმოვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
2020 წლის 4 ივნისს ყირიმის უზენაესმა სასამართლომ ძმა არტემ გერასიმოვს ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდა მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობიან რელიგიურ საქმიანობაში იღებდა მონაწილეობას. მანამდე მან გაასაჩივრა იალტის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მას დაეკისრა ფულადი ჯარიმა 400 000 რუბლის (დაახლ. 6 000 დოლარი) ოდენობით. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძმა არტემ გერასიმოვის საქმეზე დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში და ის გადაიყვანეს ციხეში. ძმა არტემი გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას.