არჩეულ მასალაზე გადასვლა

სერგეი ფილატოვი

2020 წლის 2 მარტი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

ყირიმში პირველი იეჰოვას მოწმე, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული, განაჩენის მოლოდინშია

ყირიმში პირველი იეჰოვას მოწმე, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული, განაჩენის მოლოდინშია

2020 წლის 5 მარტს ჯანკოისკის (ყირიმის რესპუბლიკა) რაიონულმა სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს ძმა სერგეი ფილატოვის საქმეზე. პროკურორი მისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს მკაცრი რეჟიმის ციხეში. ძმა სერგეი ყირიმში მცხოვრები პირველი იეჰოვას მოწმეა, რომელსაც რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე წაუყენეს ბრალი.

როგორც უკვე ცნობილია, ძმა სერგეი ფილატოვი ბოლო წლებში ჩვენი და-ძმების წინააღმდეგ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის დროს დააკავეს. 2017 წლის 10 ოქტომბერს სერგეის სახლში შეკრებილნი იყვნენ მისი მეგობრები და ნაცნობები. ისინი განიხილავდნენ ბიბლიურ თემებს და მღეროდნენ სამეფო სიმღერებს. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ფარულად გააკეთეს ამ შეხვედრის აუდიოჩანაწერი. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2018 წლის 15 ნოემბერს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის 200-მდე ჯარისკაცმა ჩხრეკა ჩაატარა იეჰოვას მოწმეთა რვა სახლში იმ ტერიტორიაზე. ძმა სერგეის სახლი გაჩხრიკა დაახლოებით 35-მა ჯარისკაცმა, რომელთაგან ნახევარზე მეტი სპეცრაზმის შეიარაღებული თანამშრომელი იყო. ძმა სერგეი დაკითხეს და შემდეგ გაათავისუფლეს.

სერგეი ფილატოვსა და მის მეუღლე ნატალიას ოთხი შვილი ჰყავთ, რომელთაგანაც ორი მცირეწლოვანია. სერგეი ელოდება სასამართლო განაჩენს. ვლოცულობთ, რომ მან და მისმა ოჯახმა იმედი კვლავ იეჰოვაზე დაამყარონ, რომელიც მხარში ამოუდგება მათ ამ ძნელბედობის ჟამს (ფსალმუნი 46:1).