2021 წლის 25 ოქტომბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ყირიმში სასამართლომ დამნაშავედ ცნო იგორ შმიდტი
განახლებული ინფორმაცია | ყირიმის საქალაქო სასამართლო არ აკმაყოფილებს ძმა იგორის საჩივარს
2022 წლის 13 იანვარს სევასტოპოლის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა იგორ შმიდტის საჩივარი. ის კვლავ საპატიმროში რჩება.
დროის დიაგრამა
2021 წლის 22 ოქტომბერს გაგარინსკის რაიონულმა სასამართლომ (სევასტოპოლი, ყირიმი) დამნაშავედ ცნო იგორი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საპატიმროში.
2021 წლის 22 აპრილი
გაიმართა პირველი სასამართლო მოსმენა.
2021 წლის 23 მარტი
იგორი წინასწარი პატიმრობიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
2020 წლის 1 ოქტომბერი
მას ბრალად დასდეს აკრძალული რელიგიური საქმიანობის ორგანიზება და ორი დღით განყოფილებაში დააკავეს, შემდეგ კი წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
ზოგადი ინფორმაცია
ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა კვლავაც მხარში ამოუდგება და-ძმებს რუსეთში და დაიფარავს მათ (ფსალმუნი 5:12).