2018 წლის 26 თებერვალი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ციკლონი „გიტა“ თავს დაატყდა წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულებს
2018 წლის 10-11 თებერვალს სამოას და ამერიკის სამოას თავს დაატყდა მე-2 კატეგორიის ციკლონი, რომელიც მე-4 კატეგორიამდე გაძლიერდა. 12 თებერვალს კი ციკლონმა ტონგას გადაუარა. სტიქიამ დიდი წყალდიდობა და ზარალი გამოიწვია.
ციკლონის შედეგად არცერთი ჩვენი და-ძმა სერიოზულად არ დაშავებულა. თუმცა ჩვენი თანამორწმუნის რამდენიმე სახლი დაზიანდა. სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები ხელმძღვანელობას უწევენ, რომ დაზარალებულები საკვებით, ბრეზენტითა და სხვა საჭირო ნივთებით მოამარაგონ.
სამოაში 10 სახლი სერიოზულად დაზიანდა.
ამერიკის სამოაში 3 სახლი დაიტბორა. ადგილობრივი და-ძმები დროებითი თავშესაფრებით უზრუნველყოფენ დაზარალებულებს.
ტონგაში 6 სახლი იმდენად დაზიანდა, რომ და-ძმებს სამეფო დარბაზში მოუწიათ ღამის გათევა.
მოხარულები ვართ, რომ სტიქიის შედეგად არცერთი ჩვენი და-ძმა სერიოზულად არ დაშავებულა. გვახარებს იმის დანახვაც, რომ და-ძმები საჭირო დახმარებით უზრუნველყოფენ დაზარალებულ თანამორწმუნეებს. ისინი სწორედ ისეთ სიყვარულს ავლენენ ერთმანეთისადმი, რომლითაც იესოს მიმდევრები უნდა გამოირჩეოდნენ (იოანე 13:34, 35).
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000
ამერიკის სამოა: პანაპა ლუი, ტელ. +1-684-770-00
სამოა: სიო ტაუა, ტელ. +685-20629
ტონგა: პალუ კონონგატა, ტელ. +676-25736